"პოლიციას რა უნდა გაეკეთებინა, გაჩერდით, ახლა უნდა გაგაფრთხილოთო?" - კახი კალაძე "გავრილოვის სისხლიან ღამეზე"
პოლიტიკა - 12:45, 02 Jul, 2019     1667

თბილისის მერმა კახი კალაძემ ჟურნალისტის კითხვას "გავრილოვის სისხლიან ღამეს" ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებამდე მომიტინგეების გაფრთხილებასთან დაკავშირებით უპასუხა.

კალაძის თქმით, "გავრილოვის სისხლიანი ღამის" აქცია სპონტანური იყო, სადაც ადამიანებმა თავიანთი გულწრფელი ემოცია გამოხატეს.

„თუ ხდება პოლიციის მხრიდან მოწოდება და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დაიშალოს კონკრეტული აქცია, თუ მიტინგი, რა თქმა უნდა მიდის წარმომადგენელი და აფრთხილებს რომ ეს ასე ხდება და დაიშალეთ, მაგრამ ჩვენ რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვქონდა, ეს იყო სპონტანური აქცია. ადამიანებმა გამოხატეს თავიანთი გულწრფელი პროტესტი, რასაც დილიდან დაწყებული ჩვენც ვუერთდებოდით, მეც, ჩემს თანაგუნდელებსაც, არავის მოეწონა ის, რომ პირველი, გავრილოვი პარლამენტში აღმოჩნდა და მეორე, დაიკავა სპიკერის სავარძელი. ეს კატეგორიულად მიუღებელი იყო და ჩემი ძალიან ახლო მეგობრებიც აპროტესტებდნენ ამას და იქ იყვნენ, მაგრამ ის, როგორც განვითარდა მოვლენები, ეს იყო თავდასხმა პირდაპირ და პოლიციას რა უნდა გაეკეთებინა? რომ გაჩერდით ბიჭებო ახლა უნდა გაგაფრთხილოთო? ეს არ ხდება ასე. ძალიან ცუდია ის რაც მოხდა, თუმცა, ამის მიუხედავად, თქვენ შეგიძლიათ ამოიღოთ განცხადება, ბრიფინგი რომელიც მე ჩავატარე პარტიაში, სადაც გაფრთხილება და მოწოდება იყო, რომ შეგვენარჩუნებინა სიმშვიდე, სიწყნარე, თორემ ამას მოჰყვებოდა შესაბამისი რეაგირება" - აღნიშნა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42