„ივანიშვილის ფობიებიდან გამომდინარე იღებს სასამართლო გადაწყვეტილებებს. მას ძალიან სურს, რომ პოლიტიკურად გაანეიტრალოს ნიკა მელია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი ხედავს საფრთხეს. სწორედ აქედან გამომდინარეობს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ მას შეუზღუდოს საჯარო გამოსვლები, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში,“-ამბობს თინა ბოკუჩავა.
ბოკუჩავას განცხადებით, იმედია, ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გვერდით ვინმე, ვინც რეალურად შეაფასებს მოვლენებს და დაარწმუნებს მას, რომ ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დაპატიმრება ქვეყნისა და ხელისუფლების იმიჯს შელახავს.
მელიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.
მასალის გამოყენების პირობები






