თალაკვაძის მტკიცებით, გიორგი გახარიამ და შს სამინისტრომ რეაგირება მოახდინა იმაზე, რომ მშვიდობიანი მანიფესტაციის მეორე ნაწილში გარკვეულმა ძალებმა პროცესების ძალადობრივი სცენარით განვითარება სცადეს და საკონსტიტუციო ინსტიტუტზე შეტევა მიიტანეს.
„ყველანი ვთანხმდებით და საკამათო არ არის, რომ აქ არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ნაწილი და სამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაწილი. ჩვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღეთ. არ ვაპირებთ რომ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვინმეს გადავაბრალოთ. პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიღებული აქვს "ქართულ ოცნებას" და მმართველ გუნდს. როდესაც საუბარია სამართლებრივ რეაგირებაზე და პასუხისმგებლობაზე, აქაც, როგორც ნახეთ, რეაგირება სახელმწიფომ დაიწყო. ამას ემატება ის, რომ შს მინისტრმა თავად დააფიქსირა ძალიან სწორი და დემოკრატიული პოზიციები, როდესაც მან საჯაროდ განაცხადა პასუხისმგებლობაზეც, გამოძიებაზეც და შეფასება გააკეთა იმ ნაწილზე, რომელიც მისი კომპეტენცია იყო”, - განაცხადა თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






