მისივე თქმით, გიორგი გახარიას გადადგომისთანავე, აქცია დასრულდება და მომიტინგეები დაიშლებიან.
„რაღაცებს, რასაც მივაღწიეთ, უკვე ეს არის ძალიან დიდი პროგრესი, სამიდან ორი მოთხოვნა შესრულებულია. თუმცა, რჩება ძალიან, ძალიან პრინციპული მოთხოვნა - შს მინისტრის გადაყენება, შემირცხვენია ის მთავრობა, რომელსაც 14 მშვიდობიანი დემონსტრანტის წინაშე გავლის ეშინია. ამ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია უკვე დაკარგული აქვს და ყოველდღიურად, რაც უფრო დიდხანს გაწელავენ ამ კრიზისს, უფრო დასუსტდებიან," - ამბობს მაქარაშვილი.
მისი თქმით, "პარტიზანული დარტყმები" გაგრძელდება და აქციის ორგანიზატორები ყველგან იქნებიან, სადაც "ოცნების" ლიდერები სიტყვით გამოვლენ ან შეხვედრას გამართავენ.
„ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ მთავრობა ცდილობს ყველანაირი ხერხით რამენაირად დაგვშალოს, ფიზიკურ ძალას ვეღარ იყენებენ იმიტომ, რომ არაფერს ვაშავებთ, ზედმიწევნით 12 დღე, ერთსა და იმავეს ვითხოვთ, ამას ხედავს მთელი მსოფლიო, დონორი ორგანიზაციები, პარტნიორი ქვეყნები, აკვირდებიან მოვლენებს და ითხოვენ პასუხებს, მათ ანგარიშებში შესაბამისი დასკვნები იქნება, რაც ნამდვილად არ იქნება ქართული ოცნების სასარგებლოდ,“ - განაცხადა მაქარაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






