სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მთავარი ნივთმტკიცებულების, ტყვიის გარეშე, რეალობის დადგენა ძალიან გართულდება. ტყვია კი სისხლიანი მოვლენების შემდეგ დაკარგულია და არსებობს ეჭვი რომ მიბჯენით სროლის შემდეგ, ის სპეცრაზმელებმა კვალის დაფარვის მიზნით გააქრეს.
„ე.წ. რეზინის ტყვიებით მიყენებული დაზიანებების მიხედვით სროლის მანძილის განსაზღვრის რაიმე სპეციფიკური კვლევის მეთოდი არ არსებობს, სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე, რეზინის ტყვიების მოქმედებით, სროლის მანძილის დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია.
"თუ ლაპარაკია ასეთ მძიმე შედეგებზე, დავუშვათ მუცლის ღრუში შემავალ დაზიანებაზე, ერთ-ერთს ასეთი დაზიანება აქვს, მეორეს თავის ქალაში - შესაბამისად, სამედიცინო დოკუმენტაცია ამოღებული უნდა ჰქონდეს გამოძიებას და წესით ექსპერტიზა უნდა ჰქონდეთ დანიშნული,“-აცხადებს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი "ვექტორის" ხელმძღვანელი, ალექსანდრე გეჯაძე.
ბალისტიკოსი ზაზა ალთუნაშვილი კი ამბობს, რომ შესაძლოა ექსპერიმენტის ჩატარებით დადგინდეს რა ტრაექტორიიდან და რა მანძილიდან არის ნასროლი ტყვია, რომელმაც გრიგორიანს თავის ქალა მნიშვნელოვნად დაუზიანდა. ალთუნაშვილი ამბობს, რომ მაგალითისთვის შეიძლება მსჯელობა, არსებული სტანდარტის მიხედვით, რეზინის ტყვია 5 მეტრის მანძილიდან ქაღალდის სქელ შეკვრას ხვრეტს.
„ექსპერიმენტების ჩატარებაა საჭირო ყველაზე ნამდვილი სურათი, რომ დადგინდეს. ამ შემთხვევაში მაგალითისთვის რომ გითხრათ, მოკლე ლულიანი იარაღები, რეზინის ტყვიის მსროლელი იარაღები, ხუთი მეტრის მანძილიდან დაახლოებით 400 ფურცელს ხვრეტს. კონკრეტულ დაზიანებებზე რომ ვიმსჯელოთ შეგვიძლია პარალელი გავავლოთ,რა შეუძლია მოკლე ლულიან იარაღს,“-ამბობს დამოუკიდებელი ექსპერტ-კრიმინალისტი, ზაზა ალთუნაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






