"მთიან რეგიონებში 155000 მოსახლეს ავტომობილების ინსპექტირება არ მიეწოდება" - ინსპექტირების ასოციაცია ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს
პოლიტიკა - 17:22, 01 Jul, 2019     881

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოაციაციაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ეკონომიკის სამინისტროს მიმართავს.

"2019 წლის 1 იანვრიდან ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება გახდა საყოველთაო. იმისთვის, რომ ინსპექტირების პროცესი გამხდარიყო გეოგრაფიულად ყველასთვის ხელმისაწვდომი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა, რომელშიც გაიმარჯვა კომპანია გრინვეიმ. ინსპექტირების ხაზების გეოგრაფიული განაწილების მიხედვით კომპანიას უნდა უზრუნველყო მთიანი რეგიონების სამი მოძრავი (მობილური) ხაზით მომსახურება. მოძრავი ხაზების სამოქმედო არეალად რეკომენდაციის შესაბამისად განსაზღვრული იყო შემდეგი მუნიციპალიტეტები : ქედა, შუახევი, ხულო, ადიგენი, ასპინძა ყაზბეგი, თიანეთი, მესტია, ცაგერი, მარტვილი, ლენტეხი, სადაც მოსახლეობა 155 ათასს აჭარბებს.

დღეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მობილური ხაზები გვხვდება არა მთიან მუნიციპალიტეტებში, არამედ ბათუმის, ზუგდიდის , მარტვილის , ახალციხის ქალაქების ცენტრებში, რის გამოც მთიანი რეგიონის მოსახლეობა დარჩენილია მომსახურების გარეშე. შესაბამისად არ სრულდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაპირება ხელმისაწვდომობის შესახებ. აღნიშნული მიზეზის გამო, ინსპექტირებისთვის მძღოლებს დამატებით უწევთ მრავალი კილომეტრის გავლა, რაც დაკავშირებულია არასაჭირო ეკონომიკურ დანახარჯებთან. პრობლემა კიდევ უფრო მწვავდება ავტომობილების დახარვეზების შემთხვევაში. ასეთ ვითარებაში, მძღოლი ჯერ ახორციელებს პირველ ვიზიტს ცენტრში, დახარვეზებისას ბრუნდება მთიან რაიონში, შემდეგ ერთი თვის განმავლობაში განმეორებით ჩამოდის ქალაქის ცენტრში და კვლავ ბრუნდება რაიონში. მათთვის ინსპექტირების ღირებულება 60 ლარი, უსამართლო სქემის გამო ორმაგდება ან სამმაგდება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ასოციაციას ხშირად მომართავენ ამ ფაქტით შეწუხებული, როგორც მძღოლები, ასევე ადგილობრივი ინსპექტირების ცენტრები.

იკვეთება მიკერძოებული და არაკეთილსინდისიერი ქმედება ინსპექტირების ბიზნესში, რისი დასტურიცაა კომპანია „გრინვეის“ მიერ მობილური ხაზების განზრახ განთავსება უკვე არსებული ინსპექტირების ცენტრების სიახლოვეს. ვიღებთ სურათს, რომ ერთ დასახლებაში (ხშირად გზის ერთ მონაკვეთზეც კი) გვხვდება 2 ინსპექტირების ცენტრი (ადგილობრივი და მობილური), რაც ქმნის არაჯანსაღ ბიზნესგარემოს, ხოლო არაერთი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა რჩება მომსახურების გარეშე. ასეთ ფონზე, უსამართლო იქნება მძღოლების დაჯარიმება ინსპექტირების არგავლის მიზეზით, რითაც ხელი ეშლება კანონის აღსრულებას.

მივმართავთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რეკომენდაციით, რომ რეგლამენტით მკაცრად განისაზღვროს მოძრავი ხაზების დანიშნულება, სამოქმედო არეალი და გადაადგილების დროში გაწერილი გრაფიკი, რომელიც მთლიანად ორიენტირებული იქნება მთიანი რეგიონის მომსახურებაზე. სხვა შემთხვევაში აღნიშნული პრობლემა დარტყმის ქვეშ აყენებს მთლიანად ტექნიკური ინსპექტირების მნიშვნელოვან რეფორმას" - აღნიშნულია განცადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42