როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გუნდის პოზიციაა რომ გახარია არ უნდა გადადგეს.
"რაც ხდებოდა პარლამენტს გარეთ, მე დეტალებში არ შევალ, თუმცა, მთავარი რაც უნდა ითქვას ადგილი ჰქონდა პარლამენტში შეჭრის მცდელობას, რაც თავისთავად ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაა და ბუნებრივია, ამაზე პასუხი უნდა იყოს ხისტი.
რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს და კონკრეტულ შედეგებს, მათ შორის, ყველაზე მძიმე იყო ადამიანების ფიზიკური დაზიანება, თვალის დაკარგვა, ამაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, თუმცა, რაც შეეხება ზოგადად სამართალდამცველი ორგანოების პასუხს, ეს პასუხი იყო უალტერნატივო, ანუ იმ შეჭრის მცდელობას ბუნებრივია სჭირდებოდა პასუხი.
რაც შეეხება კონკრეტულ გადაცდომებს, შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ წარიმართოს შესაბამისი გამოძიება.
რაც შეეხება გიორგი გახარიას საკითხს, ამაზე გიორგი გახარიამ თავადაც გააჟღერა საკუთარი პოზიცია და ასევე გუნდმა გააჟღერა საკუთარი პოზიცია, ჩვენი საერთო პოზიციაა, რომ გიორგი გახარია არ უნდა გადადგეს"- თქვა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






