„სატელიტ პარტიებს ფიქტიურ ბლოკებს და ერთგვარ მონოპოლიზაციას, რაც იყო ოპოზიციურ სპექტრში სწორედ ნულოვანი ბარიერის პროპროციული სისტემა აუქმებს. ყველა პოლიტიკურ პარტიას თუ საზოგადოებრივ მოძრაობას, ვინც დარეგისტრირდება პოლიტიკური პარტიის სახით, ექნება შესაძლებლობა, რომ ამ სისტემაში სცადოს საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება და თვითონ დამოუკიდებლად, თავისი პოლიტიკური პლატფორმით, იდეოლოგიითა და მხარდაჭერით სცადოს პარლამენტში წარმომადგენლის შეყვანა. ერთადერთი ვისაც შეიძლება არ აწყობდეს, ეს მაღალი ალბათობით არის ის პოლიტიკური პარტია ან პარტიები, ვისაც ქონდა მცდელობა, რომ ოპოზიციაში ერთგვარი ექსკლუზივი და მონოპოლიზება ჰქონოდა და სხვა პარტიებს აყენებდა იძულებით მდგომარეობაში, რომ მასთან გაფორმებულიყვნენ ფურცელზე ბლოკად ან დაეთმოთ თავისი პოლიტიკური შეხედულებები და ინტერესები და ზოგჯერ იძულებით შეერთებულიყვნენ.“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძის თქმით, იმისთვის, რომ ინიციატივამ კანონის სახე მიიღოს აუცილებელია, რომ მას პარლამენტში მხარდაჭერა ოპოზიციამაც გამოუცხადოს:
„ოპოზიციამაც თანმიმდევრული ნაბიჯები უნდა გადადგას, ვინაიდან ისინნი ითხოვდნენ აქტიურად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ამიტომ ახლა საზოგადოების მოლოდინია რომ ოპოზიცია მხარს დაუჭერს ამ გადაწყვეტილებას. იმისთვის რომ 2020 წელს პროპორციული არჩევნები ჩატარდეს, მათი ხმებიც საჭიროა.“- განაცხადა თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






