"პროპორციული სისტემა საზოგადოების ძალისხმევიის და პოლიტიკური ძალების მონაპოვარია და ამას ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს"- ნინო ბურჯანაძე
პოლიტიკა - 16:14, 01 Jul, 2019     951

მმართველი პარტიის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტის პრეზენტაციას „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ეხმაურება. ბურჯანაძის თქმით, ამ პროცესის დ აწყება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის მონაპოვარი საზოგადოების და პოლიტიკური ძალების ძალისხმევისა და მას არაფერმა არ უნდა შეუშალოს ხელი:


„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნეოდა, რომ ხელისუფლებას ყოფნოდა გონიერება და ეს ნაბიჯი ადრე გადაედგა, ბევრ მძიმე დღეებს აცდებოდა ქვეყანა, მაგრამ ამ ეტაპზე უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებამ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, კონფლიქტის მეტ-ნაკლებად რაღაც ჩარჩოებში მოსაქცევად და იმისათვის, რომ ქვეყანა მომავალში ნორმალურ გზას დაადგეს.

პროპორციული არჩევნები არის მართლაც საერთო მონაპოვარი, როგორც პოლიტიკური ძალების ასევე საზოგადოების, ეს მნიშვნელოვანია და არაფერმა არ უნდა შეუშალოს ხელი ამ სისტემაზე გადასვლას, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი შანსი იმისათვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს მართლაც ნორმალური არჩევნები და საქართველოს პარლამენტში იყოს წარმოდგენილი მოსახლეობის განწყობა და ის პარტიები, რომელთაც მოსახლეობა რეალურად მხარს უჭერს. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პოლარიცზაცია, რომელიც არის ქართულ საზოგადოებაში ქუჩიდან გადავიდეს პარლამენტში, ამავდროულად მე დღეს წამოვჭერი საკითხი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროპორციული სისტემის მიღებასთან ერთად იყოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ გამოირიცხოს მექანიზმები, რომელიც არჩევნების გაყალბებას ან მანიპულირებას შეუწყობს ხელს, იმიტომ რომ ჩვენმა პარტიამ თავისთავზე იწვნია 2016 წელს ოცნების და ენმ-ს ერთმანეთთან გარიგება, როდესაც ჩვენი მანდატები მშვენივრად გადაინაწილეს.“- განაცხადა ბურჯანაძემ.

კითხვაზე რამდენად შეძლებს ივანიშვილი მაჟორიტარების ამ ცვლილებაზე დათანხმებას, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილს ეს არ გაუჭირდება:

„მე ძალიან კარგად ვიცი მაჟორიტარების სპეციფიკა და ივანიშვილს არ გაუჭირდება როგორც მინიმუმ უმრავლესობის დაყოლიება, ამის მექანიზმები ნამდვილად არსებობს, გარდა ამისა მე რამდენადაც ვიცი ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერენ პროპორციული სისტემის ცვლილებას. არაფერი ამას წინ არ უნდა აღუდგეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასეთი ფასით მოპოვებული ეს გამარჯვება დაკანონდეს და დამტკიცდეს.“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42