“შენების მოძრაობის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმება იყოს, რომ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის პროცესს პრობლემები არ შეექმნას. ამის შესახებ უსუფაშვილმა „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, სადაც დღეს „ქართულმა ოცნებამ“ საკანონმდებლო ინიციატივის „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია გამართა:
„პროპორციული არჩევნების ძეობაში ვართ და არა გასვენებაში. მიუხედავად იმისა, რაც გაიარა ამ ქვეყანამ, მოდი ვაქციოთ ეს ყველაფერი გამოცდილებად და პროპორციული არჩევნების ძეობისთვის გავიღიმოთ. მერე გაგვახსენდება ბევრი სხვა პრობლემა და ისევ დაღვრემილები გავალთ აქედან. მე მინდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ რა პრობლემაც არ უნდა გაჩნდეს, რა პრობლემაც ვერ უნდა მოგვარდეს დროულად, ამ პროცეს ხელი არ შევუშალოს ამ ყველაფერმა. გაუნაწილებელი მანდატები ერგოს არა ყველაზე ძლიერ პარტიებს, არამედ იმას ვისაც მეტი ნაშთი დარჩა მანდატების მიღების შემდეგ.“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






