"ეს ცვლილებები ქუჩაში გამოსული ადამიანები დიდი გამარჯვებაა... მიუხედავად ხელისუფლების წვრილმანი ვირეშმაკობისა, არ მივცეთ უკან დახევი საშუალება" - დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 15:14, 01 Jul, 2019     1254
ევროპული საქართველოს ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, ევროპულმა საქართველომ არ მიიღო მონაწილეობა ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებაში, სადაც ოცნება საარჩევნო ცვლილებების პრეზენტაციას მართავს, თუმცა ბაქრაძე აღნიშნავს, რომ პარტია მხარს უჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და მონაწილეობას მიიღებენ საპარლამენტო განხილვის პროცესში.


"რა თქმა უნდა ჩვენ არ მივიღეთ მონაწილეობა ქართული ოცნების პარტიულ ღონისძიებაში, ვინაიდან, როგორც ოპოზიციას, იქ არაფერი გვესაქმება, მაგრამ მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, დიახ, ჩვენ მხარს ვუჭერთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას და ეს მხარდაჭერა აისახება, როგორც კენჭისყრის შედეგში, სადაც ჩვენ ხმას მივცემთ ამ ცვლილებებს, ასევე განხილვის პროცესშიც და ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ საპარლამენტო განხილვის მთლიან პროცესში. მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილებები არის ქუჩაში გამოსული ადამიანების დიდი გამარჯვება, ეს არის ის, რაც ჩვენმა ახალგაზრდებმა შეძლეს ერთი კვირის განმავლობაში და წლების მანძილზე ვერ ვახერხებდით ამის გაკეთებას პოლიტიკოსები. ამიტომ, ჩვენი ახალგაზრდების, ქუჩაში გამოსული ადამიანების მხარდაჭერა და პატივისცემა მოითხოვს იმას, რომ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსიროთ ჩვენი მხარდაჭერა ამ ცვლილებების მიმართ და არ მივცეთ ხელისუფლებას საბაბი უკან დახევის. მიუხედავად იმ წვრილმანი ვირეშმაკობებისა, რომლებიც ხელისფულებამ ამ პროექტში ჩადო, მაგალითად ნულოვანი ბარიერის და ბლოკების აკრძალვის სახით," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42