"მხარდაჭერა ექნება ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს" - ჩუგოშვილი ოპოზიციის ინიციატივას არ იცნობს
პოლიტიკა - 14:24, 01 Jul, 2019     925
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, „ქართული ოცნების“ წევრის თამარ ჩუგოშვილის თქმით, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებები განხილვების ერთი და იგივე გზას გაივლის და მათზე სამუშაოდ ცალცალკე ჯგუფები შეიქმნება. ჩუგოშვილის თქმით, ის ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს არ იცნობს, თუმცა წინასწარ აცხადებს, რომ მისი მხარდაჭერა ქართული ოცნების კანონპროექტს ექნება:

„ის კანონპროექტი განხილული იქნება იგივე წესით, რაც ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც გულისხმობს იმას რომ კონსტიტუციაში ინიცირებული ნებისმიერი ცვლილება რეგისტრირდება, გადის ერთთვიან საერთო სახალხო განხილვის პროცედურას, შემდგომ გამოდის კომიტეტზე და გადის 3 ეტაპს საკომიტეტო და პლენარული განხილვების. მეორე კანონპროექტიც, თუ ის ძალაში რჩება და ოპოზიცია მის უკან გახმობას არ აპირებს, გაივლის იგივე გზას თუმცა ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა ექნება ჩვენს მიერ ინიცირებულ ცვლილებებს და არა მეორეს.“- განაცხადა ჩუგოშვილმა.

იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელიც 2012 წელს ხელისუფლებაში კოალიციით მოვიდა და მის შემადგენლობაში იმ დროისთვის 6 პარტია შედიოდა, მათგან რამდენიმე კი საკმაოდ დაბალ რეიტინგული, აცხადებს, რომ კოალიციების და ბლოკების შექმნა ოპოზიციას ბიუჯეტიდან ფულის მიღებისთვის უნდა:

„ბლოკების თემით ოპოზიცია ამბობს ასეთ რამეს, რომ ჩვენ ისიც თუ არ შეგვიძლია, რომ მოვაგროვოთ ხალხის მხარდაჭერის 0.7%, 11-12 ათასი ხმაც რომ ვერ მოვაგროვოთ მაინც უნდა შევიდეთ პარლამენტში. რამდენად ლოგიკურია ეს გადაწყვიტეთ, ბლოკების და კოალიციების შეკვრა ხდება არჩევნების შემდეგ პარლამენტში იმ ძალების მიერ, რომლებმაც გადალახეს ბარიერი და შევიდნენ პარლამენტში. მანამდე გაერთიანებას შეიძლება ქონდეს ერთადერთი ინტერესი და ეს არის ფულის მიღება ბიუჯეტიდან, ინტერესია, რომ პარტიებმა რომელთაც 0,7%-იც კი არ აქვს მხარდაჭერა, მიიღონ ფული და უფასო საეთერო დრო, და არა ის რომ ისინი ვერ ახერხებენ კონსოლიდაციას. კონსოლიდაცია ხდება მას შემდეგ რაც არჩევნები ჩატარდება და პარტიები პარლამენტში შევლენ.“- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42