„ქართული ოცნება“ გამოდის და აწყობს პრეზენტაციას საკუთარი ხედვებისას, ოღონდ მანამდე ინიცირებას ახდენს უკვე პარლამენტში ამ კონკრეტული წინადადებისას. ანუ რეალურად როცა ადამიანს ეუბნები, რომ შენთან ერთად მინდა მოლაპარაკება, შეთანხმება და კონკრეტული შეთანხმების შედეგის მოძებნა, უცებ მას ელაპარაკები წარმოდგენით და პრეზენტაცია ეს არის წარმოდგენა, ანუ კონცერტია ფაქტიურად მისი და მპატიჟებ უბრალოდ, რომ უბრალოდ მოგისმინონ. თუ ასე ხედავს "ქართული ოცნება" მე ვიტყოდი კარგ შემოთავაზებას რომელიც გააკეთა, მაშინ ეს არ არის კარგი წმინდა პროცედურულად და წმინდა კოლეგიალურად. თუ უბრალოდ წარმოდგენა უნდა და შემდეგ ეს ყველაფერი მოლაპარაკების მაგიდაზე გადაინაცვლებს, რომ შეთანხმება შედგეს მაშინ ამის ატანა კიდევ შეიძლება,“- განაცხადა "ახალი მემარჯვენეების ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






