"თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს თემა დიდი ხანია იხილება და დიდი ხანია ხელისუფლება ჯიუტად უარყოფდა და ცდილობდა, რომ ეს საკითხი არ ყოფილიყო განხილვების საგანი. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვნახეთ, რომ მიუხედავად ხელისმოწერებისა და სხვადასხვა საპარლამენტო აქტივობებისა, ოპოზიციის მხრიდან, ეს საკითხი მაინც 2024 წელს გადავიდა. დღეს, ზეწოლის შედეგად, უკვე პრაქტიკულად მთელი ჩვენი საზოგადოების, იძულებულნი გახდნენ, რომ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ნულოვანი თუ ბუნებრივი ბარიერით პროპორციულ სისტემას თავისი ნაკლოვანებები აქვს და ამაზე აუცილებლად მსჯელობა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს ნამდვილად გაცილებით ჯობს და შეუდარებლად უკეთესია ვიდრე არსებული მაჟორიტარული სისტემა, რომლის პირობებშიც, როგორც ჩვენ ვნახეთ ამ წლების განმავლობაში, ხელისუფლებამ მოიგო ყველა არჩევნები, ყველა ოლქი. პრაქტიკულად, გამოიყენა ყველა საშუალება რაც მის ხელში იყო, შესაბამისად მოახდინა მაჟორიტარული სისტემის დისკრედიტაცია, რაც შესაძლებელია სამართლიან გარემოში სრულიადაც არ იყოს ასეთი კრიტიკის საგანი.
მაგრამ თუკი არ იქნება ასევე მკაფიო წესები, არ იქნება მაქსიმალურად ლიმიტირებული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არაუფლებამოსილი პირების, კრიმინალური სამყაროს და სხვა ჩართვა ასეთ პროცესებში, ფინანსური გამჭვირვალობა, საარჩევნო ადმინისტრაციების მიუკერძოებლობა და ყველანაირი მანიპულაციების მინიმუმამდე დაყვანა, რათქმა უნდა ნებისმიერ სისტემაში შესაძლებელია არჩევნების დისკრედიტაცია და მითუმეტეს ხელისუფლების მხრივ ბოროტად გამოყენება მათ ხელთ არსებული ბერკეტების. უმოკლეს დროში უნდა დაიწყოს კონსულტაციები, საერთაშორისო ორგანიზაციებთან . ეს არის ეუთო, ვენეციის კომისია თუ სხვა ორგანიზაციები, სადამკვირვებლო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, ვინც ძალიან კრიტიკული დასკვნები დადო წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ ბევრი რეკომენდაცია მისცა საქართველოს ხელისუფლებას. ამიტომ, ეს პროცესი უნდა წარიმართოს სწორედ მიმართულებით, რომ რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული ამ გადაწყვეტილების რისკები და საფრთხეები," - აცხადებს გიგი წერეთელი.
მასალის გამოყენების პირობები






