"გახარიამ ნათლად თქვა, თუ დადგინდება უფლებამოსილების გადამეტების მასიურობა, აიღებს პასუხისმგებლობას" - ჩუგოშვილი
პოლიტიკა - 18:28, 29 Jun, 2019     917
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებს და მომიტინგეების მთავარ მოთხოვნას, რომ გადადგეს შს მინისტრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ეხმაურება. მისი თქმით, ამ ეტაპზე მომხდარზე გამოძიება უმნიშვნელოვანესია. პარლამენტის ვიცესპიკერი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა მომიტინგეების ორი მთავარი მოთხოვნა უკვე დააკმაყოფილა. ხოლო რაც შეეხება, გახარიას გადადგომას, ჩუგოშვილის თქმით, შსს-ს ან პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების, არაპროპორციული ძალის გამოყენების მასიურობა დადგინდება, მინისტრმა განაცხადა, რომ ის ამაზე პასუხისმგებლობას აიღებს:


„ჩვენი გუნდის პოზიცია საკმაოდ გასაგებია ყველასთვის, აქციის მონაწილეებს ჰქონდათ რამდენიმე მოთხოვნა და ორი ძირითადი მოთხოვნა არის დაკმაყოფილებული, ორივე ჩვენთვის და იმედია, მათთვისაც ძალიან სერიოზული. რაც შეეხება გიორგი გახარიას, საკმაოდ ნათლად და მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, რაც არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი, ესაა გამოძიებულ იქნას ვანდალური აქტები და ძალადობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა პარლამენტის წინ, შემდეგ კი, თბილისის სხვადასხვა წერტილში. ამ ყველაფერზე სამართლებრივი რეაგირება იქნება აუცილებლად და იქნება მკაცრი, ასევე, გამოძიება იქნება ძალის შესაძლო გადამეტების შემთხვევებზე.

ვფიქრობ, გახარიამ საკმაოდ ნათლად თქვა თავისი პოზიცია , მას შემდგომ, რაც გამოძიება ჩატარდება, თუ დადგინდება მასიურობა შსს-ს ან პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების, არაპროპორციული ძალის გამოყენების, ამაზე ის აიღებს პასუხისმგებლობას, თუმცა მანამდე ეს უნდა დადასტურდეს.“- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42