"ქართულ ოცნებაში" 20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებული ადამიანების მდგომარეობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს
პოლიტიკა - 17:17, 29 Jun, 2019     1324
20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავებული ადამიანების მდგომარეობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართა. როორც ბრიფინგზე მმართველი გუნდის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებებში 6 პაციენტი რჩება. მათგან 3 რეგიონალურ ჰოსპიტალში.

"სამწუხაროდ, საპროტესტო აქცია მოქალაქეების ჯანმრთელობის ზიანის გარეშე არ დასრულდა. დაზიანდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე სამართალდამცავები და ჟურნალისტები.

ჩვენი ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტს ყოველთვის წარმოადგენდა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მთავარი საზრუნავია, დავიცვათ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა.

სამწუხაროდ, ბევრი არაზუსტი ინფორმაცია გავრცელთა ადამიანების ჯანმრთელობასა და მათ მკურნალობასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ზუსტი და ობიექტური ინფორმაციით უზრუნველყოფა მოვახდინოთ. დღეის მდგომარეობით, სამედიცინო დაწესებულებებში რჩება 6 პაციენტი, მათ შორის 3 განაგრძობს მკურნალობას „რეგიონალურ ჰოსპიტალში“.

ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, საგრძნობლად გაუმჯობესდა, გადაყვანილია პალატაში და რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან.

რაც შეეხება 2 პაციენტს, რომლებიც გადმოყვანილი არიან ალადაშვილის კლინიკიდან, ერთ-ერთ პაციენტს ჩაუტარდა განმეორებითი ნეიროქირურგიული ოპერაცია და მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, მოიხსნა მართვითი სუნთქვის აპარატიდან, კონტაქტურია და შემდგომი რეაბილიტაციისთვის იგეგმება მისი უახლოეს პერიოდში საზღვარგარეთ მკურნალობა.

რაც შეეხება მესამე პაციენტს, მიუხედავად იმისა, რომ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, მისი მდგომარეობა დინამიკაში დადებითია.

პაციენტები პირველივე დღიდან აღნიშნავდნენ, თუ როგორ თავდაუზოგავად უწევდნენ შესაბამის დახმარებას ჩვენი მედიკოსები, რისთვისაც მათ მინდა მადლობა გადავუხადო.

აღსანიშნავია, რომ აქციის დაშლისას დაშავებული ყველა მოქალაქის და პოლიციელის მკურნალობას და საჭირო მედიკამენტებს სრულად უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო, მათ შორის საზღვარგარეთ მკურნალობას და მის ხარჯებს ფონდი “ქართუ” სრულად აანაზღაურებს.

გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი ანტალიაში დასასვენებლად გაემგზავრა, რაც არის ასევე სიცრუე, ვინაიდან დაშავებულ სამართალდამცველს აქვს დაზიანებული შუბლის ძვალი და აღენიშნება ქალაშიდა ჰემატომა, რის გამოც ორშაბათს მას თურქეთში, კერძოდ სტამბოლში ჩაუტარდება რიგით მე-3 ოპერაცია. ხოლო, მეორე სამართალდამცველს აქვს თვალის გუგის ტრავმული დაზიანება, იყო თვალის დაკარგვის რისკი და მისი მდგომარეობის შესაძლო გაუარესების გამო, გადაყვანილია თურქეთის რესპუბლიკაში, „აჯიბადემის“ ჰოსპიტალში.

აქვე გვსურს ხაზი გავუსვათ, იმას, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არ ყოფს მოქალაქეებს მომიტინგეებად, პოლიციელებად და პოლიტიკოსებად. შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად ყველა ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა მნიშვნელოვანია, რისთვისაც ძალისმხევას არ დავიშურებთ."- განაცხადა ხუნდაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42