არსებული ინფორმაციით, ხელისუფლება დაშავებულის ოჯახზე ზეოწლას ახორციელებს, პაციენტის ოჯახის წევრები ხელისუფლებამ მკაცრად გააფრთხილა, რომ მედიასთან კომუნიკაცია არ დაემყარებინათ, რათა პაციენტის რეალური მდგომარეობა ცნობილი არ გახდეს.
პაციენტი კლინიკაში 8-9 ქულიანი კომით შეიყვანეს - უთხრა „ნიუპოსტს“ კლინიკის ექიმმა. ნეიროქირურგის ზაზა ქობულიას განმარტებით, პაციენტს თავზე დაფლეთილი ჭრილობა აღენიშნებოდა , ჭრილობიდან კი ტვინის სითხე გადმოდიოდა. როგორც ზაზა ქობულიამ „ნიუპოსტთან“ განაცხადა ამჟამად გრიგორიანი რეგიონალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი, დანარჩენ ორ მძიმე პაციენტთან ერთად.
„აღენიშნებოდა ქალა-ტვინის ღია ტრავმა, მარცხენა თხემის მიდამოში, დაფლეთილი ჭრილობა, ქალა-სარქველის დაზიანება, რადიუსით სადღაც 2 სმ. დეტრიტი მოდიოდა ჭრილობაში, ანუ ეს ნიშნავს, რომ ტვინი შეშუპებული იყო და ამ ჭრილობიდან გარეთ გადმოდიოდა. ჩვენ ვაძლევთ კვალიფიკაციას, როგორც ქალა-ტვინის ღია ტრავმას, დანარჩენი ექსპერტის დასადგენია. კომის სკალით იყო 8-9 ქულა, მძიმე ტრავმა იყო, თავის ტვინის დაზიანებით. ქერქი, ქერქქვეშა უბანი იყო დაზიანებული. ოპერაციაც ნორმალურად წარიმართა, ოპერაციის შემდგომაც ნორმალური მდგომარეობა იყო. თავის ტვინის შეშუპება არაა, განმეორებითი სისხლჩაქცევა არაა. სამინისტროს გადაწყვეტილება იყო რომ სამივე პაციენტი რეგიონალურ ჰოსპიტალში გადაეყვანათ, სავარაუდოდ კონცენტრირებულად, ერთად რომ მოუარონ.“- განაცხადა ზაზა ქობულიამ.
ექიმის თქმით, პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, მისი მდგომარეობით დაინტერესდა და ინფორმაცია მოიძია, ქობულიას ამბობს, რომ მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესებულია :
„გუშინ ველაპარაკე ექიმებს, პიროვნულად მაინტერესებდა პაციენტის მდგომარეობა. მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ცნობიერების ელემენტები გაჩნდა, დაცვითი ნარკოზიდან გამოყავთ, უნდა გაიღვიძოს წესით პაციენტმა და სტაბილურად უნდა იყოს.“- განაცხადა ქობულიამ.
დაშავებულის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა ევექსის რეგიონალური ჰოსპიტალის დირექტორმა.
„პაციენტი სტაბილურად მძიმეა, თუმცა არ აღენიშნება გაუარესება, გუშინდიელი დღიდან მდგომარეობის გაუმჯობესება აღინიშნება“ - აცხადებს „ევექსის“ რეგიონალური ჰოსპიტალის დირექტორი ნათია ნუცუბიძე.
მასალის გამოყენების პირობები






