„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის თქმით, ხელისუფლების ეს ქმედება არის წაგებული თამაშის დროს წვრილმანი თაღლითობები:
„ივანიშვილს სურს, რომ დაანაწევროს ოპოზიცია. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ბლოკები უნდა იყოს შენარჩუნებული. ეს, ფაქტობრივად, არის ივანიშვილისთვის წვრილმანი თაღლითობები წაგებული თამაშის დროს. ეს ვითარებას ვერ შეცვლის და კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ისედაც შელახულ რეპუტაციას.“- განაცხადა სერგო რატიანმა.
ბლოკების აკრძალვას არასასურველს უწოდებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი. მისი თქმით, ბლოკები ხელს უწყობს ერთიანი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებას იმ პარტიებს შორის, რომლებიც არჩევნების შედეგების მიხედვით, გაუკეთებენ ხელისუფლებას ფორმირებას. სამადაშვილი ხაზს უსვამს იმასაც, რომ განხილვის პროცესი მაქსიმალურად ფართო უნდა იყოს და მასში მონაწილეობა უნდა მიიღოს არასამთავრობო სექტორმა, ექპერტებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა:
„არჩევნების შემდეგ ქვეყანას სჭირდება ეფექტიანი ხელისუფლება და ამ თვალსაზრისით მე ვფიქრობ, რომ ბლოკების აკრძალვა არის არასასურველი იმიტომ, რომ ბლოკები ხელს უწყობს ერთიანი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებას იმ პარტიებს შორის, რომლებიც არჩევნების შედეგების მიხედვით, გაუკეთებენ ხელისუფლებას ფორმირებას. ახლა უნდა დაიწყოს პროცესი, როდესაც გაიმართება რაც შეიძლება ფართო კონსულტაციები, მათ შორის ჩვენ უნდა ვკითხოთ აზრი უცხოელ პარტნიორებს და იმ ავტორიტეტულ ორგანიზაციებს, რომლებიც საკონსტიტუციო რეფორმაზე კონსულტაციას უწევენ ქვეყანას, მაგალითად, ვენეციის კომისიას და ამის შემდეგ ჩამოვაყალიბოთ პოზიცია.“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






