"ვესაუბრე კარასინს, შეძლებისდაგვარად უნდა შენარჩუნდეს ის პოზიტივი, რასაც ბოლო წლებში მივაღწიეთ" -ზურაბ აბაშიძე
პოლიტიკა - 18:34, 28 Jun, 2019     1040
პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურან აბაშიძე დღეს კარასინს ესაუბრა.

აბაშიძის განცხადებით, მთავარია, ახლა ემოციებმა კიდევ უფრო არ დააზიანოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები.

აბაშიძემ ასავე ისაუბრა, აბაშიძე-კარასინის ფორმატზე და აღნიშნა, რომ ეს არის კომუნიკაციის არხი საქართველოსა და რუსეთს შორის.

"ეს გახლავთ კომუნიკაციის არხი საქართველოსა და რუსეთს შორის, ჩვენ ამ კომუნიკაციის არხს ვიყენებთ, როცა ასეთი ფორსმაჟორული ვითარებაა შექმნილი, რომელიც ბოლო დღეებშია შექმნილი საქართველო-რუსეთს შორის გასაგები მიზეზების გამო. მინდა დაგიდასტუროთ, რომ უამრავ ზარს ვიღებ, მეკითხებიან, რა იქნება და როგორ უამრავი ჩვენი მოქალაქეა ჩართული ტურისტულ ურთიერთობებში, სავაჭრო ურთიერთობებში" - აცხადებს აბაშიძე.

მისი თქმით, არსებულ ვითარებაზე კარასინთან დღეს ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეძლებისდაგვარად უნდა შენარჩუნდეს ის პოზიტივი, რასაც ბოლო წლებში იყო მიღწეული.

"გვქონდა დღეს კომუნიკაცია გრიგორი კარასინთან, ვისაუბრეთ. არსებულ ვითარებაზე აღინიშნა, რომ როგორც ჩვენი მხარე, ასევე რუსეთის მხარე ისეა განწყობილი, რომ შეძლებისდაგვარად უნდა შენარჩუნდეს ის პოზიტივი, რაც ბოლო წლების მანძილზე იყო მიღწეული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კავშირები, ჰუმანიტარული ურთიერთობები, მთავარია ახალ ემოციებმა კიდევ უფრო არ დაძაბოს და დააზარალოს ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, ის ინტერესები, რაც აღვნიშნე"-განაცხადა აბაშიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42