შს მინისტრი ასევე, არ გამორიცხავს, რომ სამართალდამცავების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდა კონკრეტულ გადაცდომებს გამოყენების ტექნიკაში, რაც მისი თქმით, გამოძიების პრეროგატივაა.
„ყველა ის სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც იყო გამოყენებული და მათ შორის ტყვიები, და სხვა და სხვა სახის ტყვიები არსებობს აღჭურვილობაში, რა თქმა უნდა, სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და მათ შორის, საერთაშორისო ნორმებსაც. ეს ტყვიები არის სხვა და სხვა ფუნქციის, მათი გასროლის ტექნიკაც სხვა და სხვაა, თუმცა არსებობს სტანდარტული ინსტრუქციები, რომელიც უნდა გამოიყენოს ადამიანმა, რომელიც ხმარობს ამ სპეცაღჭურვილობას. ძირითადად ეს არის მანძილი, ზოგ შემთხვევაში ასხლეტით მიწიდან სროლა და კიდევ ბევრი რამ, მაგრამ ეს იმდენად ეს სპეციფიკური ინფორმაციაა, რომელიც თქვენ რომ გაერკვეთ ამას ან დრო სჭირდება, ან უნდა დაველოდოთ სპეციალისტებს, რომლებიც ამ საქმეს გამოიძიებენ. მე გეუბნებით რას, და ამ ჩემს სიტყვებს აქვს აბსოლუტურად სამართლებრივი და იურიდიული სტატუსი. არცერთი აღჭურვილობა, მათ შორის ტყვია, რომელიც არ არის განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით იქ არ ყოფილა და ვერ იქნებოდა. შეიძლება ყოფილიყო კონკრეტული გადაცდომები გამოყენების ტექნიკაში. ეს არის გამოძიების საგანი,“- განაცხადა გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






