შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 20 ივნისის სისხლიან ღამეზე კიდევ ერთხელ საუბრობს. გიორგი გახარიას თქმით, პოლიციელებმა სამართლებრივი წესრიგი და კონსტიტუცია დაიცვეს და არ დაუშვეს პარლამენტში შეჭრა.
"ყველა ის ქმედება, რომელიც იყო ორგანიზებულად განხორციელებული პოლიციის მიერ, იყო კანონს დაქვემდებარებული,"- თქვა მინისტრმა ჟრნალისტებთან.
მისივე თქმით, "აქცია იყო მშვიდობიანი ზუსტად საღამოს 10:00 საათამდე, შემდეგ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი".
„მშვიდობიანი აქციის სტანდარტს ნუ უყენებთ იმას, რაც, სამწუხაროდ, 20 ივნისს თბილისში მოხდა. აქცია იყო მშვიდობიანი ზუსტად საღამოს 10:00 საათამდე. ქართულ პოლიციას არაერთხელ უზრუნია პროტესტანტებზე თბილისის ქუჩებში სხვადასხვა დროს. სხვადასხვა წლებში, მაგრამ 10:00 საათის შემდეგ ამ აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი და კონკრეტული შტურმები განხორციელდა ორგანიზებული ჯგუფების, პოლიციაზე და პარლამენტზე, პოლიცია ვალდებული იყო ემოქმედა. არ შეიძლება, რომ ამაში უწყება, სამინისტრო, პოლიცია, როგორც ინსტიტუტი დაადანაშაულო. მათ კანონი არ დაურღვევიათ,“ - განაცხადა გახარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






