"რაც არ უნდა რთული იყოს თითქოსდა გაცვეთილი ფრაზის მოსმენა „ვნახოთ გამოძიება რას დაადგენს“, სხვა გზა არ არსებობს" - თეა წულუკიანი
პოლიტიკა - 15:55, 28 Jun, 2019     745
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, 20 ივნისის აქციის დაშლისას უმრავლეს შემთხვევაში გამოყენებული ძალა თანაზომიერი იყო, თუმცა არსებობს არაერთი შემთხვევა, რომელმაც გააჩინა კითხვები ძალის პროპორციულად გამოყენების შესახებ და ეს აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული:


„ჩვენ 20 ივნისს სახეზე გვქონდა ე.წ პროპორციულობის ტესტი, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ნებისმიერმა სამართალდამცავებმა, ინდივიდუალურად. ამ ტესტის ნაწილია ის თუ არის თუ არა ლეგიტიმური მიზანი, რომლისთვისაც ეს ძალა გამოიყენება. მიზანი რისთვისაც ძალა იქნა გამოყენებული იმ ღამეს იქნა ლეგიტიმური, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც აქციამ მშვიდობიანი ხასიათი დაკარგა და რამდენიმეჯერადი შეტევა იქნა პარლამენტზე მიტანილი, ამ შეტევების მოგერიება არის ლეგიტიმური არა მხოლოდ ჩვენი კანონმდებლობით. არამედ ადამიანის უფლებათა კონვენციის სტანდარტის მიხედვით. ამის შემდეგ დგება პროპორციულობის შემოწმების პროცესი, კერძოდ ის საშუალება, რომელიც იქნა გამოყენებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად იყო თუ არა ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში თანაზომიერი ანუ პროპორციული. თუ მე როგორც მოქალაქე და მინისტრი ვიმსჯელებ იმ ვიდეოკადრებით რაც ვნახეთ, აბსოლუტურ უმრავლესობა შემთხვევაში გამოყენებული ძალა ლეგიტიური მიზნის მისაღწევად, ანუ სახელმწიფო ინსტიტუტზე შეტევის მოსაგერიებლად, იყო თანაზომიერი ანუ პროპორციული. მაგრამ, სხვათა შორის, ამას პირველივე დღიდან იძახდა შს მინისტრი, არის ცალსახად არაერთი შემთხვევა, როდესაც არის კითხვები ეს ტესტი იყო თუ არა პროპორციული.“- განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი თქმით, რაც არ უნდა რთული იყოს თითქოსდა გაცვეთილი ფრაზის მოსმენა „ვნახოთ გამოძიება რას დაადგენს“, სხვა გზა არ არსებობს და საზოგადოება გამოძიების დასრულებას უნდა დაელოდოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42