„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი პუტინის ნომენკლატურაა და ივანიშვილს, რომელიც პუტინის მიერაა დასმული, მისი მოხსნა არ შეუძლია. ავტორიტარულ რეჟიმებში, მასობრივი უკმაყოფილების ტალღის შესაჩერებლად, თანამდებობის პირის შეცვლა სტანდარტული მეთოდია. რამდენიმე საათში მათ მოხსნეს კიდეც პარლამენტის სპიკერი, რომელსაც საქართველოს მთავრობის იერარქიაში უფრო მაღალი პოზიცია ეკავა. აქ კი რაღაც დაჟინებას ვხედავთ,”- განაცხადა ექსპერტმა.
ანდრეი პოინტკოვსკიმ ყურადღება ოპოზიციური ლიდერის, ნიკა მელიასთვის პარლამენტის მიერ იმუნიტეტის შეჩერებაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამით „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა.
ამავე საკითხზე ისაუბრა ექსპერტმა ევრაზიის და ევროატლანტიკურ საკითხებში მარკ სიმაკოვსკიმ. მისი განცხადებით, პოლიტიკური კრიზისის დროს პარლამენტის წევრისთვის იმუნიტეტის მოხსნას შეიძლება მწვავე შედეგები მოჰყვეს.
„პოლიტიკური კრიზისის დროს, რომელიც ნათლად ჩანს, რომ არსებობს, ადამიანებისთვის იმუნიტეტის მოხსნა საშიში გადაწყვეტილებაა და ის თავიდან უნდა იქნას აცილებული. თუ ვინმემ ძალადობრივი აქტი ჩაიდინა, უნდა შეფასდეს, თუმცა პარლამენტარებს იმუნიტეტი აქვთ და მას პატივი უნდა სცენ,”- განაცხადა სიმაკოვსკიმ.
პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი ასევე აღნიშნავს, რომ ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისთვის პრაქტიკულად ყოველთვის პოლიტიკურ ფასს იხდიან.
„ძალის გამოყენება მშვიდობიანი აქციის დასაშლელად,საქართველოში მთავრობებისთვის ხშირად პოლიტიკურ შედეგებს იწვევს. ახლანდელი მთავრობა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, ამ აქციებზე რეაგირებისას,”- ამბობს სიმაკოვსკი.
ექსპერტები ამბობენ, ოკუპანტი სახელმწიფოს დეპუტატის საქართველოს პარლამენტში მიყვანასთან დაკავშირებით ხელისუფლებამ, როგორც ჩანს, ხალხის გაღიზიანება სათანადოდ ვერ შეაფასა.
წყარო: რუსთავი 2
მასალის გამოყენების პირობები






