თიბისი კაპიტალმა საქართველოს საფონდო ბირჟაზე ყველაზე დიდი ზომის ევროობლიგაცია განათავსა
პოლიტიკა - 12:11, 28 Jun, 2019     760
თიბისი ბანკმა აშშ დოლარში დენომინირებული, 300 მილიონი დოლარის, 5 წლიანი ევროობლიგაცია გამოუშვა. ობლიგაცია ერთდროულად განთავსდა ირლანდიის საფონდო ბირჟასა (Euronext Dublin) და საქართველოს საფონდო ბირჟაზე A კატეგორიის ლისტინგში. საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) ევროობლიგაციაზე 5.75%-ს შეადგენს, რაც საქართველოდან გამოშვებულ ევროობლიგაციებზე ყველაზე დაბალი პროცენტია.


ევროობლიგაციის განთავსება საქართველოს საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანია თიბისი კაპიტალმა განახორციელა. თიბისი კაპიტალის მონაწილეობით არაერთ ადგილობრივ ინვესტორს მიეცა საშუალება ამ მნიშვნელოვან ტრანზაქციაში მიეღო მონაწილეობა.

"ეს განთავსება არის უპრეცედენტო შემთხვევა, როგორც საქართველოს საფონდო ბირჟის, ასევე ქართული საბანკო სექტორის ისტორიაში. აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული კაპიტალის ბაზრისთვის და საქართველოში საჯაროდ განთავსებული კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზრის მოცულობას 88% -ით ზრდის."-აცხადებს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძე.

თიბისი ბანკის ევროობლიგაცია ამჟამად საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებული ყველაზე დიდი მოცულობის ობლიგაციაა.

საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ფარესიშვილმა განაცხადა: „აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვანია იმით, რომ გახლავთ საქართველოს ისტორიაში პირველი ორმაგი ლისტინგის (Dual Listing) შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე ფასიანი ქაღალდი ერთდროულად ივაჭრება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ საფონდო ბირჟებზე. თიბისი ბანკის ევროობლიგაციის ორმაგი საჯარო განთავსებით შესაძლებელი ხდება საქართველოში აღნიშნული ფასიანი ქაღალდის შეძენა საქართველოს საფონდო ბირჟის და ქართული საბროკერო კომპანიების მეშვეობით. ჩვენი ვარაუდით ეს და სხვა მსგავსი ტრანზაქციები, რომლებსაც მომავალში ველოდებით, მნიშვნელოვნად გაზრდის ადგილობრივ ინვესტორთა ბაზას და ხელს შეუწყობს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42