„ეროვნული უსაფრთხოების საბჭო კანონით:
"ეცნობა და აანალიზებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, ახდენს საფრთხეების იდენტიფიცირებასა და შეფასებას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს ამ საფრთხეების თავიდან აცილებისა და აღკვეთისთვის საჭირო ზომების მიღების შესახებ;"
არ მგონია ბატონ გახარიას ახსოვდეს კანონის ეს ჩანაწერი იმ საბჭოზე, რომლის მდივანიც გახლავთ თავად. ვიდეოში ის ამბობს შემდეგს:„ის, რაც თავიდან ბრძანეთ, პასუხისმგებლობა ერთმნიშვნელოვნად ეკისრება ჩვენ შესაბამის უწყებებსაც, მათ შორის უსაფრთხოების საბჭოსაც, მაგრამ ეს არ იყო გაანალიზებული და არ ყოფილა განხილული, ამ ჭრილში სამწუხაროდ, ეს ღონისძიება რომელიც ჩატარდა პარლამენტში, დანახული არ ყოფილა. ამას გეუბნებით გულწრფელად, რაც შესაძლებელია იყოს შეცდომა, ან არასაკმარისი ანალიზი, მაგრამ ფაქტია," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
როდემდე უნდა ვისმინოთ მისი შეცდომების ანალიზი და ბოდიში? რატომ არ იყო გაანალიზებული? რისი მდივანია ეს ხომ იცის? ან რატომ არ განიხილეს ამ საბჭოში ან გავრილოვის ჩამოყვანის საკითხი, ან დარბევის იმავე ღამეს პოსტფაქტუმ, როცა პუტინმა მოიწვია უშიშროების საბჭო მეორე დილასვე? ან საერთოდ ასრულებს კი ჯეროვნად მინისტრ ვიცეპრემიერიგახარია უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქციას ამის მერე პასუხი მემგონი ნათელია. ეს კიდევ ერთი ილუსტრაციაა ამ საბჭოს მახინჯი პრაქტიკის. სწორედ ამიტომ ვამბობდი, რომ ერთის მხრივ პოლიტიკურად არასწორია მისი მდივნობა და მეორეს მხრივ ის ფიზიკურად ვერ შეასრულებდა ამ მანდატს შეთავსებით.
გადადგეს უსაფრთხოების საბჭოს მდივნობიდანაც მინისტრი გახარია!“- წერს თეონა აქუბარდია.
მასალის გამოყენების პირობები






