სასამართლომ ნიკა მელიასთან მიმართებაში კონსტიტუცია დაარღვია? - "მართლა მელიას თმის ღერების მცველებად უნდათ აქციონ მთელი დემოკრატიული მსოფლიო"
პოლიტიკა - 10:25, 28 Jun, 2019     1162
მოსამართლე თემურ გოგოხიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, იმასთან დაკაშირებით, რომ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, პარლამენტის დეპუტატ ნიკა მელიას პატიმრობის ნაცვლად აღკვეთის ღონისძიებად 30 ათასიანი გირაო შეეფარდა და გარკვეული შეზღუდვები დაუწესდა, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეხმაურება. დავით უსუფაშვილი მოსამართლის მიერ მელიასთვის დაწესებულ შეზღუდვების ნაწილს (ნიკა მელიას აეკრძალა: საცხოვრებელი ადგილის (სახლის) დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება.) კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნევს. დავით უსუფაშვილის თქმით, მელია პარლამენტის სრულუფლებიანი წევრია და ამ წევრობას პარლამენტი ვერ ჩამოართმევს, რადგან მას პატიმრობა არ შეფარდებია, შესაბამისსად პარლამენტის წევრს სასამართლო გადაადგილებას და სიტყვით გამოსვლას, რაც კონსტიტუციით დაცული უფლებამოსილების განხორციელებაა, ვერ შეუზღუდავს,


ამ თემასთან დაკავშირებით უსუფაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ქართული ოცნების პიარის ხელმძღვანელ ლაშა ნაცვლიშვილს მიმართავს:

„ლაშა ნაცვლიშვილს,

ლაშა, გაგიკვირდება და შენ მოგმართავ... მოგმართავ „ლაშას იმ ნაწილს“, რომელსაც მანდ დარჩენილებში ყველაზე უკეთ შეუძლია წაკითხული იურიდიული ტექსტიდან შინაარსის გამოტანა. „სხვა ლაშები“ ეხლა არ მაინტერესებს...

მე არ დამიჯერებენ, შენი სჯერათ. ჩახედე კონსტიტუციის 39-ე და რეგლამენტის მე-11 მუხლებს და იქნებ აუხსნა, რომ მელიას უთავბოლო დევნაში ახალ-ახალ მახეებს თავისთვის იგებენ...

პარლამენტის გუშინდელი დადგენილებით პროკურორს მიეცა სასამართლოსთვის მიმართვაზე თანხმობა (ეს ფორმულირებაც პრობლემაა, მაგრამ სხვა დროს..). ამით მელიას სადეპუტატო უფლებამოსილებას და სტატუსს მისხალი არ მოკლებია. პარლამენტს შეეძლო მისი უფლებამოსილების შეჩერება მხოლოდდამხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მას პატიმრობას შეუფარდებდა (რეგლამენტი, 11.4). სასამართლომ მას პატიმრობა არ შეუფარდა და ამიტომ ვერც პარლამენტი შეუჩერებს მას უფლებამოსილებას. ამდენად, მელია დღეს ისეთივე სრულფასოვანი დეპუტატია როგორც დანარჩენი 149 და მისი „უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით“ ისევე, როგორც დანარჩენების (კონსტიტუცია, 39.3).

მაშ როგორ შეუზღუდა სასამართლომ პარლამენტის სრულუფლებიან წევრს გადაადგილება და სიტყვით გამოსვლა, ანუ კონსტიტუციით დაცული უფლებამოსილების განხორციელება? სისხლის პროცესის გარდა მოსამართლეებმა ზოგჯერ კონსტიტუციასაც რომ უნდა ჩახედონ, არ იციან? ამ ვითარებაში რა უფლებამოსილების შეჩერებაზე ალაპარკდნენ უმრავლესობის და იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელები (მაგ. მდინარაძე, მაჭარაშვილი)? მართლა მელიას თმის ღერების მცველებად უნდათ აქციონ მთელი დემოკრატიული მსოფლიო?

P.S. კურსელობის ამბავში, იქნებ პრივატში მომწერო, მართლა 2012-მდე ახვევს უკან? მეც გავითვალისწინებდი...“- წერს დავით უსუფაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42