საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი აცხადებს, რომ დაწესებული შეზღუდვების გამო მელია ვეღარ შეძლებს სრულფასოვან საქმიანობას, ამიტომ აუცილებელია მისთვის დეპუტატის მანდატის შეჩერებაზე იმსჯელონ.
„მართალია ის არ არის აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობაში, თუმცა ვიმეორებ, რომ ეს არის პატიმრობა არა ოფიციალური ტერმინით, არამედ სპეციალური ქცევის წესებით, ეს პრაქტიკულად უზღუდავს მას შესაძლებლობას, რომ საპარლამენტო საქმიანობა აწარმოოს. აქედან გამომდინარე რა თქმა უნდა ჩვენ ვიმსჯელებთ მისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით,“-განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილისგან განსხვავებულია მდინარაძის მოსაზრება. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერების საფუძველს ვერ ხედავს. მდინარაძე ამბობს, რომ საჭიროა მოხდეს სასამართლო განჩინების დასაბუთებულ დადგენილების გაცნობა.
„არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება არ არის უფლებამოსილების შეჩერების საფუძველი. მე პირადად მგონია, რაც მაქვს იმ მწირი ინფორმაციის საფუძველზე, განჩინების წაკითხვამდე, რომ მას სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით პრობლემა არ ექნება. ანუ არ შეუჩერდება სადეპუტატო უფლებამოსილება,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ოპოზიცია მმართველი გუნდის მხრიდან მორიგ შურისძიებას არ გამორიცხავს:
„ყველანაირი დისკომფორტი რასაც შეძლებენ, რა თქმა უნდა შესაძლებელია. მით უმეტეს, მათ პოლიტიკურად აღარ გამოუვიდათ მისი დაკავება, რაც ძალიან უნდოდათ. ძალიან ღირსება დაკარგულად გააკეთეს ეს პროცესი, წარმოუდგენლად დაკარგეს მორალური სახე. ამიტომ ახლა მელია, ამიტომ ყველაფერს ეცდებიან, მაგრამ აბსოლუტურად ვერაფერს ვერ მიაღწევენ მთავარ საკითხში, დღეს მათ აუჯანყდათ ქართული საზოგადოება.“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






