„მომიტინგეები გაფრთხილებულები იყვნენ მაშინ, როდესაც დაიწყო აქციის დაშლა, პროცედურული და პროტოკოლური მხარე იყო დაცული" - გიორგი გახარია
პოლიტიკა - 21:20, 27 Jun, 2019     766
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა და მათ კითხვებს უპასუხა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. ერთ-ერ კითხვა ეხებოდა აქციის დაშლისას მოქალაქეების გაფრთხილებას.

„მომიტინგეები გაფრთხილებულები იყვნენ მაშინ, როდესაც დაიწყო აქციის დაშლა. ყველაფერს აქვს თავისი პროცედურული და პროტოკოლური მხარე, რომელიც მე გეუბნებით, რომ იყო დაცული. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა შეიძლება ვიდავოთ, თქვენ დამეთანხმოთ ან არ დამეთანხმოთ. მთავარი არის ის, რომ ჩვენი მოქალაქე, რომელიც გამოთქვამდა პროტესტს, დაუპირისპირდა პოლიციას, ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აგოს ყველამ, ვინც ამაში მიიღო პირდაპირი ან ირიბი მონაწილეობა, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ისევე, იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ამ გზით ცდილობდნენ ხელისუფლების შეცვლას. პირველ რიგში, ხელისუფლების პასუხისმგებლობა, არის იმაში, რომ მსგავსი ძალადობრივი ფაქტები არ მიიყვანოს, არ დაუშვას ძალადობრივად შეჭრა და არ დაუშვას ამ შტურმის მიზნის მიღწევა, ეს არის მისი პასუხისმგებლობა და პირველ რიგში, ეს არის სამართალდამცავი სისტემის პასუხისმგებლობა. ჩვენი პასუხისმგებლობაა ისიც, რომ ეს გავაკეთოთ ისე, რომ მაქსიმალურად მინიმალური ზიანი მიადგეს, მაქსიმალურად ხარისხიანად ვიმუშაოთ, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის სამართალდამცავი სისტემის ფუნქცია. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ პოლიციას, რომელსაც ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, უნდა დაეთმო და ეთქვა ბოდიში, მობრძანდით, შებრძანდით პარლამენტში და შემდგომ უკვე, ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვნახოთ როგორ იქნება. ასე სახელმწიფო არ შენდება და ჩვენ ხომ ვამბობთ იმას, რომ არიან ადამიანები, რომლების პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ფიზიკურად, შტურმით იჭრებიან პარლამენტში და სახელმწიფოს ვალდებულებაა ინსტიტუტების გარდა, მოქალაქეებიც დაიცვას, იმიტომ, რომ არავინ იცის ამ შეჭრას შემდგომ რა მიზნები მოყვება და რა შედეგებამდე მივდივართ.
სამოქალაქო არეულობა ამ ქვეყანას ერთხელ და ორჯერ არ გამოუვლია და იცის რა არის და ის ქცევის წესები, რომ როდესაც დარჩენილია არჩევნებამდე ერთი წელი, ცოტა მეტი და როდესაც ეს ქვეყანა, აბსოლუტურად, მედიათავისუფლების ნაწილში, პლურალიზმით, ყველაფრით არის მზად იმისთვის, რომ ამ არჩევნებში მშვიდობიანად მივიღოთ ის შედეგი, რომელიც თითოეული პოლიტიკური ძალისთვის მისაღებია და ამ დროს, ხდება მსგავსი ქმედება.„ - განაცხადა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42