დავით საგანელიძემ „საპარტნიორო ფონდში“ „Sinosure“-ის ოფიციალური დელეგაცია მიიღო
პოლიტიკა - 17:30, 27 Jun, 2019     571
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში მსოფლიოში უმსხვილესი ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაცია „Sinosure“-ის ოფიციალური დელეგაცია მიიღო. დელეგაციას „Sinosure“-ის პროდუტების მართვის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი ლაი ტუფენგი ხელმძღვანელობს.

მსოფლიოს უმსხვილესი სახელმწიფო კორპორაცია „Sinosure“-ი ჩინეთის საგარეო ვაჭრობასა და ინვესტიციებს აზღვევს და მხარს უჭერს საგარეო ვაჭრობის განვითარებას. ამ დროისთვის კორპორაციას 610 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ექსპორტი აქვს დაზღვეული.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაციის დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტს შეხვდა. „Sinosure“-ი საქართველოსთან თანამშრომლობის საუკეთესო პლატფორმად „საპარტნიორო ფონდს“ მიიჩნევს. ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებისა და დაფინანსების მოდელების შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იყო, რომელთანაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოაწერა ხელი, რაც ცხადჰყოფს ჩინეთის პოლიტიკური და სამთავრობო წრეების მხრიდან ინტერესს და მზაობას საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობისთვის.

შეხვედრაზე, ასევე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს როლს „აბრეშუმის გზის“ პროექტში. ჩინური მხარე საქართველოს განიხილავს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კონკურენტულ დერეფანს. თავის მხრივ, საქართველო მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებით და მოქნილი საგადასახადო სისტემებით ინვესტორებს ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელ გარემოს სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფოდსა“ და „Sinosure“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წელს პეკინში გაფორმდა. მემორანდუმი სხვადასხვა საინვესტიციო პროექტის ერთობლივი დაფინანსების მექანიზმების შემუშავებას, ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42