"ყველაფერი რაც 20 ივნისს მოხდა არის ჩემი პასუხისმგებლობა, დაწყებიდან დამთავრებამდე და ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ" - გახარია
პოლიტიკა - 20:12, 27 Jun, 2019     3255
შს მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტებთან 20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

კითხვაზე აპირებს თუ არა შს მინისტრი პასუხისმგებლობის აღებას პროცესებზე გახარია აცხადებს, რომ ის თავად არის პასუხისმგებელი მომხდარზე.
„ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, რა თქმა უნდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა. ყველაფერი, მისი დაწყებიდან დასრულებამდე და ამ პასუხისმგებლობას მე არ გავურბივარ. ასევე, ჩემი პასუხისმგებლობა, რომ ის ყველაფერი, რაც დღეს ჩვენს საზოგადოებაში ხდება - როდესაც სახალხო სასამართლოს ვუწყობთ ცალკეულ ადამიანებს, პოლიციელებს მათ შორის, მაშინ როდესაც სამართლებრივი პროცედურები არც კი დაწყებულა, ესეც ჩემი პასუხისმგებლობაა. ის ადამიანები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად თავის ფუნქციას ასრულებდნენ და იცავდნენ სახელმწიფო ინსტიტუტს, ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, იცავდნენ სამოქალაქო სიმშვიდეს ამ ქალაქში და იძულებული გახდნენ გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა, ეს ადამიანები უნდა იყვნენ შეფასებულნი საზოგადოების მხრიდან შესაბამისად. კიდევ ერთხელ ავხსნი, ღონისძიებაზე პასუხისმგებელი ვარ, რა თქმა უნდა, მე და მე ამ პასუხისმგებლობას ვიღებ სრულად. მე ვთვლი, რომ პოლიციამ იმ მძიმე ღამეს გამოიყენა ლეგიტიმური უფლება გამოეყენებინა ძალა, პროპორციულობის ნაწილში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები გარკვეულ ეპიზოდებთან, რომელიც ასევე არის დეტალურად გამოსაძიებელი. აბსოლუტურად მკაფიოდ ვყოფ სამართლებრივ ნაწილს და პოლიტიკურ ნაწილს. სამართლებრივი ნაწილი, რომელიც მისაყვანია ბოლომდე, გამოსაძიებელია და ამას არ იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამას ვიძიებთ აბსოლუტურად ღიად, ამაში მზად ვართ ჩაერთოს როგორც სახალხო დამცველი, ყველა დაინტერესებული მხარე. სანამ არ იქნება დასმული წერტილი და არ გაეცემა პასუხი ამ პროპორციულობის ნაწილს, მე ვარ აქ და დავიცავ თითოეულ პოლიციელს, რომელსაც დღეს ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე ცდილობს, რომ „ბულინგის“ სახით მოუწყოს სასამართლო, რაც ასევე მიუღებელია. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს არის ის შემთხვევა, რომელიც საზოგადოების ყველა მხარესთან ერთად უნდა დავსხდეთ და დეტალურად განვიხილოთ. არ დაგავიწყდეთ ერთი რამ, ჩვენ თუ გვინდა ავაშენოთ სამართლებრივი სახელმწიფო, დაუშვებელია ფიზიკური ძალადობით შტურმის მიტანა სახელმწიფო ინსტიტუტებზე და მე მგონი ამაზე უნდა შევთანხმდეთ ყველა. ასევე, უნდა შევთანხმდეთ, დაუშვებელია იმ ადამიანების „ბულინგი“ და მათზე თავდასხმა, რომელიც ცდილობს ეს ინსტიტუტები, სახელმწიფო და კონსტიტუცია დაიცვას. თითოეული ღირსეული პოლიციელი, ვინც იმ მძიმე ღამეს კეთილსინდისიერად შეასრულა თავის ფუნქცია, ის ასრულებდა არა მხოლოდ თავის სამსახურებრივ მოვალეობას, არამედ ის თავის ქვეყანას ემსახურებოდა. ასეთი ხალხი იქ იყო რამდენიმე ასეული და ჩვენ ვამბობთ, რომ ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური. რატომ არ გინდათ, რომ დავიწყოთ საერთოდ მიზეზებით რა მოხდა, როგორ მოხდა და როგორ დაიწყო. სამწუხაროდ ეს ადამიანები იყვნენ იძულებული გამოეყენებინათ სპეციალური აღჭურვილობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო ტრაგიკული შემთხვევა, მაგრამ ის ნაწილი, როდესაც პროპორციულობაზე ვსაუბრობთ - მართლაც გვაქვს, ჩვენ თვითონ დაფიქსირებული რამდენიმე მძიმე შემთხვევა და ვამბობთ, რომ მზად ვართ ამ შემთხვევაზე გვქონდეს სწორი, გამჭირვალე და საზოგადოებისთვის მისაღები რეაგირება. იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42