მისი განცხადებით, პარლამენტთან კონსულტაციების შემდეგ მზად არის ანგარიშის წარსადგენად რიგგარეშე სესიაზე მივიდეს.
პრემიერმა მიმდინარე მოვლენების შეფასება 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო და განაცხადა, რომ ამ დღიდან მოყოლებული „მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი და მისი აგრესიული ჯგუფის რიტორიკა არის ერთი და იგივე, ეს არის აგრესია და ძალადობა, შექმნას საზოგადოებაში განცდა, რომ იქნება არეულობა“.
მისი თქმით, ეს აგრესია კიდევ უფრო გააქტიურდა 2016 წლის შემდეგ, იგივე მოხდა საპრეზიდენტო არჩევნებზე. პრემიერის თქმით, ოპოზიცია საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზებას ცდილობს.
„ისინი შვიდი წელია ჩაუსაფრდნენ საკუთარ სამშობლოს, ისინი ელოდნენ, რომ ვიღაცას ფეხი დაუცდებოდა და დიახ , ჩვენ სამწუხაროდ ფეხი დაგვიცდა. ის, რაც ვიხილეთ 20 ივნისს ეს იყო სრულიად მიუღებელი ნებისმიერი ქართველისთვის, ეს იყო უმძიმესი სანახავი და ამან გამოიწვია გულწრფელი პროტესტის ჩვენს მოქალაქეებში,“-განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






