მას შემდეგ, რაც „ოცნების“ საპარლამენტო უმრავლობამ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მელიას პოლიტიკური ვერდიქტი გამოუტანა, დღეს სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და აღმკვეთი ღონიძიები სახით გირაო შეუფარდა (30 ათასი ლარის ოდენობით).
რა მოხდა ერთ ღამეში და რატომ მიიღო სასამართლომ მმართველი უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება?
„ნიუპოსტის“ წყაროს ინფორმაციით, გუშინ ღამით ივანიშვილის შუშის სასახლეში დიდი ვნებათაღლევა იყო. კულუარული ინფორმაციით, ივანიშვილმა დასავლელი პარტნიორებისგან მკაფიო სიგნალი მიიღო, შეჩერებულიყო ოპოზიციური ლიდერების დევნა. საუბრის დეტალები ჩვენთვის უცნობია, თუმცა როგორც წყარო გუშინდელი შეხვედრიდან გვიყვება, იყო მკაფიო მითითება, არ მიღებულიყო ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება.
ივანიშვილი ჩიხში მოექცა. როგორც სჩანს, ის არ ელოდა საზოგადოების და განაკუთრებით კი საერთაშორისო პარტნიორები მწვავე რეაქციას.
„ქართული ოცნების“ ლიდერი მეორე დილემი წინაშე დგას. რუსთაველის გამზირზე არ წყდება სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი, რომელშიც ძირითადად სტუდენტ-ახალგაზროდბაა ჩართული და რომლის მთავრი მოთხოვნა შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაა.
ახლა ივანიშვილი დილემის წინაშე დგას - გახარია გაუშვას და ამით პროცესი დროებით შეანელოს, თუ გახარიას არ შეელიოს და ბოლომდე კრემლის მითითებები შეასრულოს? თუ მოვლენების დინამიკას შევხედავთ, შედეგში ივანიშვილისთვის ალბათ არაფერი შეიცვლება, „ქართულ ოცნებას“ მომდევნო არჩევნებისთვის ხელისუფლების შენარჩუნება გაუჭირდება.
„ნიუპოსტის“ წყაროს ცნობით, ივანიშვილი გახრიას თანამდებობიდან მოხსნას უკვე ფიქრობს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, „ოცნების“ ლიდერი შს მინისტრის გადაყენების შემდეგ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას განიხილავს, საუბარია პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებაზე, თუმცა ჯერჯერობით, როგორც წყარო გვიყვება, ეს მხოლოდ ვარაუდის დონეზე განიხილება, გამომდინარე იქიდან, რომ სისტემის შეცვლას საკონსტიტუციო ცვლილება სჭირდება. ამდენად, შემოდგომაზე მოესწრება თუ არა ვადამდელის ჩატარება, უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები






