"დაინახა ოლიგარქმა, რომ მის ხელისუფლებას ემუქრება საფრთხე, ის ყანყალებს და დემონტაჟი დაწყებულია"- ბაჩუკი ქარდავა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
პოლიტიკა - 17:04, 27 Jun, 2019     640
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერის ბაჩუკი ქარდავას თქმით, ოლიგარქ ივანიშვილს ხალხის პროტესტის შეეშინდა და სასამართლოს ნიკა მელიასთვის პატიმრობა არ შეაფარდებინა. ქარდავას თქმით, ნიკა მელიასთვის, როგორც ბრალის წარდგენა, ასევე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაც პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

“ქართული საზოგადოება და მისი პროტესტი არის გადამწყვეტი ძალის მქონე ამ ქვეყანაში. ოლიგარქის ბევრი ფული, ბევრი პოლიცია და სპეცრაზმი, ვერავინ გაუწევს ქართველ ხალხს წინააღმდეგობას. დაინახა ოლიგარქმა, რომ მის ხელისუფლებას ემუქრება საფრთხე, ის ყანყალებს და დემონტაჟი დაწყებულია. მან მიიღო გადაწყვეტილება ოპოზიციის აქტიური ლიდერის დაპატიმრებაზე, მაგრამ ბოლომდე ვერ დადგა იმიტომ რომ ეშინია პროტესტის. დარწმუნებული ვარ რომ ამაში დიდი როლი აქვს ჩვენ დასავლელი მეგობრების პოზიციასაც.“- განაცხადა ქარდავამ.

ედპ-ს ლიდერის თქმით, ივანიშვილმა თავის საპარლამენტო უმრავლესობა „გააბანძა“:

„ერთი რამე ვერ გავიგე, რატომ გააბანძა ივანიშვილმა თავისი უმრავლესობა პარლამენტში. გუშინ დეპუტატების გადაწყვეტილება იყო მორალთან და სინდისთან ძალიან შორს მდგომი. ეს რატო გაუკეთა იმ ადამიანებს, თუ საბოლოო ჯამში აქამდე მოვდიოდით. ნურავინ იტყვის რომ დამოუკიდებელმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. მელიას დაპატიმრება იქნებოდა ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ასევე მისი გათავისუფლებაც არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ისე ეს სასასმართლო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. ერთ ფაქტორსაც აქვს მნიშვნელობა ამ დღეებში მათ სურთ მოსამართლეების დანიშვნა და შეიძლება რაღაც სპექტაკლთან გვაქვს საქმე.“- აღნიშნა ქარდავამ.

ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, ქვეყანაში არსებული საზოგადოებრივი პროტესტის შეჩერება შეუძლებელია და სწორედ ეს პროტესტი ჩამოშლის ოლიგარქის ხელისუფლებას:

„მთავარი მაინც ერთია და მინდა ამას ხაზი გავუსვა, საზოგადოებრივი პროტესტი, ქართველინ ახალგაზრდების ქუჩაში დგომა ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი და მხოლოდ ეს შეაჩერებს და ჩამოშლის ოლიგარქის ხელისუფლებას. ეს პროტესტი არის ქართულ საზოგადოებაში და უბრალოდ ახლა ის სამზარეულოებიდან გამოვიდა გარეთ. ამ პროტესტის შეჩერება შეუძლებელია.”- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42