მას შემდეგ რაც სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, ოპოზიციის ლიდერმა სასამართლოს ეზოში შეკრებილ მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ივანიშვილი იმ რეაქციამ შეაშინა, რაც ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას ქონდა და მოსამართლემაც გადაწყვეტილება სწორედ ამის მიხედვით გამოიტანა:
„ივანიშვილის მდგომარეობა დღეს უფრო მძიმე ვიდრე ადრე, მე მივმართე მოსამართლეს რომ მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნებოდა პოლიტიკური, ვინაიდან გოგოხია არის ჩინჩალაძის მეგობარი.
გუშინდელი დღის მერე შიშმა აიყოლია ბიძინა ივანიშვილი, დაინახა, რომ არანაირი მტკიცებულელება არ არსებობდა, თქვენი მეცადინეობით საზოგადოების, მედიის საერთაშორისო პარტნიორების. დაურეკეს გოგოხიას და უთხრეს რომ მელია არ უნდა დაეჭირათ.“- განაცხადა მელიამ.
მელიამ თავის კოლეგა დეპუტატებსაც მიმართა უმრავლესობიდან:
„მივმართავ დეპუტატებს, რატომ დააცინინეთ ივანიშვილს საკუთარი თავები ასე.“- განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






