ვიტალი საფაროვის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულებს 15-15 წლით პატიმრობა მიესაჯათ
პოლიტიკა - 14:50, 27 Jun, 2019     874

დამამძიმებელ გარემოებებში ვიტალი საფაროვის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულებს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ვიტალი საფაროვის დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები ა.კ. და გ.ს. დამნაშავედ ცნო.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 30 სექტემბერს, დაახლოებით 04:30 საათზე, ქ.თბილისში, ალექსანდრე დიუმას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ა.კ.-მ და გ.ს.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით ვიტალი საფაროვს დაზიანებები მიაყენეს. ა.კ.-მ დანით ვ.საფაროვს სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენა ჭრილობები, ვ.საფაროვი შეეცადა თავი დაეღწია მისგან, რაც ვერ მოახერხა, ვინაიდან ზურგის მხრიდან იგი გ.ს.-მ დაიჭირა და იმ დროს, როდესაც ა.კ. აგრძელებდა საფაროვისთვის ჭრილობების მიყენებას, ე.წ. კასტეტით დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ.საფაროვი წაიქცა, ხოლო ა.კ. და გ.ს. შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ვიტალი საფაროვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ა.კ. და გ.ს. იმავე დღეს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - ჯგუფურად) და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ეროვნული შეუწყნარებლობის გამო) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს წარდგენილი ბრალდებიდან ამოურიცხა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი (განზრახ მკვლელობა ეროვნული შეუწყნარებლობის გამო), ისინი დამნაშავედ ცნო 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში - ჯგუფურად) და სასჯელის სახედ და ზომად 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ბრალიდან 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის ამორიცხვის ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს და ორივე პირის ამ ნაწილში დამნაშავედ ცნობას და მათთვის სასჯელის დამძიმებას მოითხოვს" - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42