"ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, რომ ივანიშვილმა მოუსმინოს არა გავრილოვს და პუტინს, არამედ საკუთარ ხალხს"- თინა ბოკუჩავა
პოლიტიკა - 14:27, 27 Jun, 2019     987

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილი საკუთარი ხალხის ნაცვლად გავრილოვს და პუტინს უსმენს და მათ სურვილებს ასრულებს, მისი განცხადებით სწორედ ამის გამოვლინებაა ის, რომ ხალხის მოთხოვნის მიუხედავად კვლავ თანამდებობაზე რჩება შს მინისტრი გიორგი გახარია, ივანიშვილმა კი ოპოზიციის ლიდერების დევნა დაიწყო. აღნიშნული განცხადება ბოკუჩავამ საქალაქო სასამართლოსთან გააკეთა სადაც ენმ-ს ლიდერის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. ბრალდების მხარე მას 20 ივნისის ღამეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება და პროკურატურის მოთხოვნით მელიას დეპუტატის იმუნიტეტიც შეუჩერეს.

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, სახალხო დამცველის მხრიდან იყო ძალიან მკაფიო განცხადებები, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნით ბიძინა ივანიშვილი ჩვენს ქვეყანას ვერ გამოიყვანს ძალიან ღრმა პოლირიკური კრიზისიდან, რაშიც მან ჩვენი ქვეყანა შეიყვანა. გასაგებია, რომ ის შეშინებულია, გასაგებია, რომ ის არის პუტინის და კრემლის მორჩილებაში, მაგალითად სერგეი გავრილოვმა დაანონსა, რომ საჭირო იყო იმ ოპოზიციონერი დეპუტატების დასჯა ვინც არ დაუშვა ის პარლამენტში. მესმის რომ ივანიშვილი ვალდებულად თვლის თავს, რომ შეასრულოს გავრილოვის და პუტინის დავალება, თუმცა ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, რომ მან მოუსმინოს არა გავრილოვს და პუტინს არამედ საკუთარ ხალხს, თანამდებობიდან გადააყენოს ჯალათი გიორგი გახარია, ნაცვლად იმისა, რომ დაიწყოს ოპოზიციაზე დევნა.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42