საქალაქო სასამართლოში ცოტახანში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დაიწყება.
იქ იმყოფებიან ოპოზიციის წევრები. როგორც "ევროპული საქართველოს" ლიდერი, დავით ბაქრაძე აცხადებს, რაც მელიას გარშემო ხდება პოლიტიკური პროცესია.
„კიდევ ერთხელ დადასტურდა გუშინ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა ადეკვატურობის და სიმართლის აღქმა. ათასობით ადამიანი უკვე ერთი კვირაა, ქუჩაში დგას და ითხოვს დამნაშავეების დასჯას, ითხოვს გახარიას წასვლას, ითხოვს იმ ადამიანების გამოვლენას, ვინც ბავშვებს პირდაპირი დამიზნებით ტყვიებს ესროდა და რას ვხედავთ, ვის სჯიან ამ დროს, სჯიან ნიკა მელიას. იმიტომ, რომ არ მოსწონთ ნიკა მელია. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, ეს არის მცდელობა, გადაიტანონ აქცენტი გხარიას გადადგომიდან ოპოზიციის დევნაზე და ეს არის კიდევ გამოწვევა ქართული საზოგადოების" - აღნიშნა ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






