„იმ ყველაფრის შემდეგ რაც მათ გუშინ იკადრეს და ივანიშვილმა გააკეთებინა ქართული ოცნების დეპუტაციის უმრავლესობას, რომ არ დამაკავონ ვერ გაამართლებენ გუშინდელ საქციელს. დამიჭერენ ვაია, არ დამიჭერენ უია, ქარს სთესენ და ვინც ქარს სთესავს, ამბობენ რომ ქარიშხალს მოიმკის.“- განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, ივანიშვილის საქციელი აგონიურია და ამ კონტექსტში უნდა იქნას განხილული მის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებებიც:
„გუშინდელმა დღემ ივანიშვილისთვის მთავარი რამ გააუფასურა- ფული. მიხვდა, რომ მისი მილიარდების საქმეს ვეღარ უკეთებს, აჩვენა რომ ის ძალაუფლება და მილიარდები რაც მას აქვს აღარაა საკმარისი იმისთვის რომ აკეთოს რაც სურს და უფრო და უფრო ღრმა ჩიხში შედის. მისი მოქმედებები არის აგონიური, საღ ჭკუაზე მყოფი ადამიანი, როცა იცის რომ ყურადღების ცენტრშია სპეცრაზმს სახლში რატომ შეიყვანს და სპეცრაზმთან ერთად რატო დაიძინებს, წარმოგიდგენიათ, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა როგორია.“- განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






