რუსეთის პრეზიდენტის დასჯის მსურველებში საქართველო ლიდერობს და 27 ივნისის 13:00 საათისთვის პუტინმა ქართველებისგან 3 მილიონზე მეტი გალაწუნება მიიღო. მეორე ადგილზეა იაპონია, მესამეზე შვეიცარია, მეოთხე ადგილზე პუტინის სამშობლო რუსეთია, შემდეგ მოდიან ესტონეთი, უკრაინა, თურქეთი, გერმანია, იტალია და საფრანგეთი.
ონლაინ პლატფორმის შემქმნელები მოუწოდებენ უცხოელებს საქართველოს სოლიდარობის ნიშნად პუტინს სილა გააწნან და ზაფხულიც აქ გაატარონ.
პუტინისთვის გალაწუნება ამ ბმულზეა შესაძლებელი summerin.ge
შეგახსენებთ, პუტინის ბრძანებით საქართველოში რუსეთიდან ფრენა აიკრძალა და რუსულ ტუროპერატორებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ საქართველოში ტურები აღარ განახორციელონ. კრემლი ამის მიზეზად საქართველოში არსებულ "რუსოფობიას" ასახელებს აკრძალვას თავისი მოქალაქეების დაცვის საბაბით ხსნის.
მასალის გამოყენების პირობები






