GIPA არაერთ გარემოსდაცვით აქტივობებში არის ჩართული, მათ შორის ხეების დარგვა და თემატურ კონფერენციებზე გამოსვლა. საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტის სტუდენტების ინიციატივით გრძელდება კამპანია „უკეთესი დედამიწისთვის“, რომელსაც თიმბილდინგის სახე მიეცემა და გაიმართება სოფელ ორბეთის ახალ, ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე გარემოში - „ორბეთი გრინ სფეისში“. მთელი დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, ხოლო ღონისძიების დასკვნით ნაწილში გაიმართება დისკუსია გარემოსდაცვით საკითხებზე, რომელსაც წარუძღვებიან მთავარი სტუმრები - გიორგი მარგველაშვილი, თაკო როდონაია და სხვები.
„კამპანიაში „უკეთესი დედამიწისთვის“ ჩართვით, GIPA კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს გარემოს დაბინძურების პრობლემებს, მის შედეგად წარმოქმნილ საფრთხეებსა და სავარაუდო შედეგებს.
მსგავსი კამპანიები მთელს მსოფლიოში არის გავრცელებული, კამპანიებში კი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტი, მათ შორის ჰარვარდი და იელი. GIPA იმედოვნებს, რომ ღონისძიებით კიდევ ერთხელ წამოჭრის საზოგადოებაში დისკუსიას და უბიძგებს შედეგისმომცემი ნაბიჯების გადადგმას.“ - აცხადებს ნესტან კოპალიანი, ღონისძიების ერთ-ერთ ორგანიზატორი.
ღონისძიების პარტნიორები არიან Radio GIPA, Pressa.ge, Droni.ge, Itv.ge, Newposts.ge, რადიო თავისუფლება, Click Studio, Georgian Events, ორბეთი გრინ სფეისი, Supremo, TM Group, Giffer, Sano.ge, ჟუჟუნა ღვინო, ღვინის კომპანია მარნის, Beauty and the Box, Vake, Khilari და Loidl. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, მისი ადმინისტრაცია და საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტის სტუდენტები მადლობას მოახსენებენ მათ მხარდაჭერისთვის.
საკონტაქტო ინფორმაცია გიორგი შუბლაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტი, ორგანიზატორი, GIPA Tel.: 555 369 797 E-mail: giorgi.shubladze@gipa.ge Web: www.gipa.ge
მასალის გამოყენების პირობები