საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია იმ თანაგუნდელებს აკრიტიკებს, რომლებმაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი არ დაუჭირეს.
„ან მდინარის იქით, ან მდინარის აქეთ. მე არავის არაფერს ვედავები, მე ვამბობ, რომ ეს საკითხი იყო პრინციპული საკითხი და ამაში იყო წინასწარ შეთანხმებაც, თუ ასეთი საკითხი შემოვიდოდა ჩვენა ნ ერთად ვუჭერდით მხარს ან არ ვუჭერდით, ეს ბუნებრივია და ასეთ დროს დაქსაქსვა ჩემთვის მიუღებელია.
დატოვონ-არდატოვონ გუნდი - ასე არ შევალ. ამაზე იქნება მსჯელობა თვითონაც იტყვიან. ეს არის პოლიტიკა და პარლამენტი, ან პარლამენტი ან მონასტერი. არის ორი გზა - ნაწილი ალბათ, მონასტერში უნდა წავიდეს, ნაწილი დარჩეს პარლამენტში. თუ ეს ადამიანი იყო მელია, რაც მთელმა საქართველომ ნახა, ტყუპისცალი არ ჰყავს, მისი ქცევა გამოძიებას ექვემდებარება. დანარჩენი სასამართლოს საქმეა. მე რომ დამინახოთ, ხალხს ვეუბნები წამოდით, შევანგრიოთ, რას ნიშნავს, სად ვეპატიჟები, საქეიფოდ თუ რესტორანში,“- აცხადებს ქანთარია.
ნიკა მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის შეჩერებას ხმა საპარლამენტო უმრავლესობის 91 დეპუტატმა მისცა. ორმა დეპუტატმა რომან კაკულიამ და მარიამ ჯაშმა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირა.
ასევე დარბაზში იმყოფებოდა ბექა ოდიშარია, მან ხმა არ მისცა მელიას წინააღმდეგ, თუმცა შემდეგ განამარტა, რომ მის პულტთან ტექნიკური შეფერხება მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები






