„თქვენი ნორმალიზაცია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვაში ხელის შეშლაა“ - კარპენტერი კრემლს მიმართავს
პოლიტიკა - 11:29, 27 Jun, 2019     846

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე, ბაიდენის ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი მაიკლ კარპენტერი „ტვიტერის“ გვერდზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ეკითხება, არის თუ არა მეგობრული დამოკიდებულება, როდესაც მის ქვეყანას საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული.

„მე შევამჩნიე, რომ თქვენი ქვეყანა უფრო და უფრო სწევს საოკუპაციო ხაზს საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში, რის შედეგადაც მოსახლეობას ართმევთ წვდომას მათ ფერმებსა და საარსებო საშუალებებზე. ასე ახდენთ ურთიერთობების ნორმალიზებას?“ -კითხულობს მაიკლ კარპენტერი.

ამერიკელი ანალიტიკოსი ასევე სთხოვს ლავროვს, ახსნას, თუ რამ განაპირობა რუსეთიდან საქართველოში ტურიზმის შეჩერების გადაწყვეტილება.

„ძვირფასო მინისტრო, თქვენ ხედავთ რომ ეჭვი მაქვს, რომ თქვენი ნორმალიზაციის დღის წესრიგი სინამდვილეში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის ხელის შეშლაა,”- წერს მაიკლ კარპენტერი.

შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ხელის შეშლას ცდილობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42