პროკურატურის მტკიცებით, პარლამენტის შენობის შტურმისკენ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ნიკა მელიამ მოუწოდა, თუმცა გამოსვლაში, რომელსაც ყველა სატელევიზიო არხი გადასცემდა, მელია ვადას აძლევდა ხელისუფლებას ირაკლი კობახიძის გადადგომაზე. მოგვიანებთ კი ოპოზიციონერი დეპუტატი ხელებაწეული, მშვიდობიანი მოქალაქეების შესვლას პარლამენტის ეზოში აანონსებდა.
„დავიბრუნებთ ჩვენს კუთვნილს. სიმბოლიკას, დროშას, ჰიმნს, გერბს და ყველაფერ იმას, რისთვისაც თაობებმა იბრძოლეს. 10 წუთში ჩვენ შევალთ მშვიდობიანად, ძალიან კონსტრუქციულად, ხელებაწეულები პარლამენტის შენობის ეზოში. მიმაჩნია, რომ ერთი საათის განმავლობაში თუ არ გადადგება ის, ვინც უნდა გადადგეს, აქ ჩვენ არაფერი გვესაქმება, პარლამენტის წინ, ჩვენ უნდა შევიდეთ მშვიდობიანად, ხელებაწეული პარლამენტის შენობაში, კიდევ უფრო მძაფრი გავხადოთ ჩვენი პროტესტი და რომ გადადგებიან, მერე გამოვალთ გარეთ,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
იხილეთ ვიდეო რუსთავი2-ზე
მასალის გამოყენების პირობები






