"შევიკრიბებით უმრავლესობის ფორმატში და ვიმსჯელებთ გარემოებათა გამო, თუ რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწვეტილება ამა თუ იმ დეპუტატმა"- განაცხადა ვოლსკიმ.
კითხვაზე - ადასტურებს თუ არა, რომ რომან კაკულია ტოვებს "ქართულ ოცნებას" ვოლსკი პასუხობს რომ :"ვიცი, რასაკვირველია".
„ამასთან დაკავშირებით, ჯერ არ გვქონია საუბარი. გვექნება რასაკვირველია. შევიკრიბებით უმრავლესობის ფორმატში და ვიმსჯელებთ გარემოებათა გამო, თუ რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწვეტილება ამა თუ იმ დეპუტატმა, თუმცა ერთი ვიცი დანამდვილებით, რომ ბექა ოდიშარიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ იქ რაღაც გაუგებრობა მოხდა კენჭისყრის პროცესში და ოფიციალურად, თავის პოზიცია დააფიქსირა კანცელარიის მეშვეობით,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
დეპუტატი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის შესახებაც საუბრობს, რომელმაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი არ დაუჭირა.
„ამასთან დაკავშირებით, როგორ მოხდა ეს გარემოებები, თითოეულ ადამიანს უნდა მოვუსმინოთ და ესე გადაწყვეტილების მიღება, რომ ის მიდის და ის რჩება, ამის ერთადერთი მიზანი არის სკანდალური სიტუაციის შექმნა. საქმიან გარემოში ვიმსჯელებთ ამ საკითხებთან დაკავშირებით“ -განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






