„რამოდენიმე წუთში მათ თავიანთ თათბირზე გადაიფიქრეს ერთსაათიანი ვადის მიცემა და მელიამ თქვა 10 წუთში შევიდეთო, მეორე ვარდების რევოლუცია მოვაწყოთო რასაც ასევე დაეთანხმნენ უგულავა და ვაშაძე. ნაწილი შევვარდეთ შიგნით, ხოლო მეორე ნაწილი გარეთ დარჩებაო. მე ამ დროს მივიწვიე უფრო წინ და მელიას ვუთხარი თქვენ ამბობთ, რომ ნაწილი ხალხის გარეთ დარჩეს, მათში ვის გულისხმობთ მეთქი, რაზეც მან პასუხი არ გამცა და მითხრა მე უკვე ვთქვი მიკროფონში რაც სათქმელია და ყველაფერი გასაგებიაო. ის მიკროფონშიც და მიკროფონს გარეთაც იძახდა უნდა შევიდეთ პარლამენტში, მეორე ვარდების რევოლუცია მოვაწყოთო, თუმცა მიკროფონში გაცილებით მოზომილი იყო. ხოლო მიკროფონს მიღმა მან არაერთხელ მოუწოდა აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით პარლამენტში შესვლისკენ,“-წერია ბერიძემ.
კოკა ყანდიაშვილი თანამშრომელი "კურიერთან" სატელეფონო ინტერვიუში ადასტურებს, რომ პროკურატურაში დაიკითხა. თუმცა მის მიერ მიცემული ჩვენების დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას საქმეში ათობით პოლიციელი ფიგურირებს მათგან ერთ-ერთი დავით კირკიტაძის საქმეშიც არის. გარდა ამისა, საქმეში 80% იმ პირთა ჯანმთელობის ცნობები დევს მტკიცებულებად რომლებიც დარბევისას დაშავდნენ.
წყარო rustavi2.ge
მასალის გამოყენების პირობები






