"კურიერმა" ჩვენებები მოიპოვა , რომელიც მელიას საქმეში დევს
პოლიტიკა - 21:53, 26 Jun, 2019     2064
საქმე რომელშიც 80% ჯანმრთელობის ცნობებია წარმოდგენილი - ნიკა მელიას სისხლის სამართლის საქმეში იმ ადამიანების ფორმა 100 მოხვდა, რომლებიც დარბევის დროს დაზარალდნენ.


ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა პროკურატურის მტკიცებულებები თითქმის 24 საათიანი დაგვიანებით ჩაიბარა. მელიას უფლებადამცველი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინააღმდეგ მასალები მთავარ პროკურატურას დღეს ფორსმაჟორში აქვს მოპოვებული.

ადვოკატი ამბობს რომ ჯგუფური ძალადობის საქმეზე გამოკითხული ათეულობით პოლიციელიდან ნიკა მელიას რამდენიმე ახსენებს. ისინი ძირითადად კახეთის სხვადასხვა რაიონის პოლიციის თანამშრომლები არიან. არის კიდევ ერთი საინტერესო გარემოება. ადვოკატისთვის უკვე დადასტურებულია რომ ნიკა მელიას წინააღმდეგ ბრალდების ერთი მოწმე პოლიციელი მანამდე ჩვენებას ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის წინააღდეგ აძლევდა. ის ალექსი ბუიშვილია.

ალექსი ბუიშვილი ამტკიცებს, რომ ნიკა მელია აქციის მონაწილეებს ძალით პოლიციის კორდონის გარღვევას მიკროფონში მოუწოდებდა, თუმცა ამ გამოსვლიდან მელიას რომელი სიტყვა მიიჩნია კახეთის პოლიციის განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილების უფროსმა ძალმომრეობად უცნობია.

ალექსი ბუიშვილთან გასაუბრება "კურიერმა" დღეს ვერ მოახერხა, არაერთი მცდელობის მიუხედავად მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ის არც სახლში დაგვხვდა. მისი ოჯახის წევრებმა კი საუბარი არ ისურვეს.

ნიკა მელიას წინააღმდეგ ჩვენებას კახეთის პოლიციის სხვა თანამშრომლებიც იძლევიან. ერთ-ერთია ირაკლი შაიშმელაშვილი. საგარეჯოს პოლიციის დეტექტივ გამომძიებელი. 20 ივნისს თბილისში ისიც კახეთი პოლიციის დეპარტამენტის ბრძანებით ჩამოიყვანეს. ჩვენებაში ისიც წერს, რომ ადგილზე მყოფი პოლიტიკოსებიდან ვინც იცნო ერთ-ერთი ნიკა მელია იყო. ნაციონალური მოძრაობის ლიდერის გამოსვლა პარლამენტის ეზოში მშვიდობიანად შესვლის თაობაზე მანაც ძალადობისკენ მოწოდებად გაიგო. ნიკა მელიას მიერ აქციაზე წარმოთქმულ სიტყვებს განსხვავებული ინტერპრეტაცია მისცა ჩვენებაში კახეთის პოლიციის კიდევ ერთმა თანამშრომელმა. საგარეჯოს პოლიციის უბნის ინსპექტორ გამომძიებელი დავითი ბარამაშვილი ჩვენებაში წერს:

"ნიკა მელიამ აიღო მიკროფონი ხელში და შეკრებილ ხალხს მოუწოდა რომ ისინი უნდა შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში ყველანაირი გზით".

საკუთარ ჩვენებებში პოლიციელები ნიკა მელიას მიერ არამხოლოდ მიკროფონში ნათქვამის ინტერპრეტაციას აკეთებენ. ზოგიერთი პოლიციელი უბრალოდ პრივატული საუბრისას გაგებულს წერს. ასეთია ვაკე საბურთალოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი დეტექტივის ნიკა დემეტრაშვილის ჩვენება. ირკვევა რომ 20 ივნისს რუსთაველზე ისიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ნიკა მელიას საუბარი პარლამენტის გვერდით ჭიჭინაძის ქუჩის ჩასასვლელთან გაიგონა.

პროკურატურას ნიკა მელიას წინააღმდეგ პოლიციელების გარდა კოკა ყანდიაშვილის თანამშრომლების ჩვენებებიც აქვს. ადვოკატ კონდახაშვილის ინფორმაციით სააგენტო ეს პერსონას ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ საგამოძიებო უწყებას დაკითხვის თხოვნით ტავად მიმართა.

როგორც ირკვევა სწორედ ყანდიაშვილის ერთ-ერთი ტროლია ნიკა მელიას წინააღმდეგ მთავარი ვიდეო

წყარო rustavi2.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42