„საზოგადოებამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი არავის დაჭერას და დაპატიმრებას არ გულისხმობს“- დავით მათიკაშვილი
პოლიტიკა - 21:03, 26 Jun, 2019     889
უმრავლესობის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ მისი გუნდის გადაწყვეტილებას აფასებს. როგორც დეპუტატი განმარტავს, საზოგადოებამ კარგად უნდა გაიგოს, რომ უმრავლესობის მიერ გადადგმული ნაბიჯი არავის დაჭერას და დაპატიმრებას არ გულისხმობს. მათიკაშვილის თქმით, ეს არის საშუალება სამართალდამცავი ორგანოებისთვის, არ მოხდეს ვინმეს დამალვა იმუნიტეტის ქვეშ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო პროკურატურის პოზიცია, ანალიზი და მოვისმინეთ მთავარი ბრალმდებელი ორგანოსგან, რომ მათ გააჩნიათ ყველა მინიმალური სტანდარტი მტკიცებულებების, რომელიც განაპირობებს ამ სახის საპროცესო მოქმედების ჩატარების აუცილებლობას. საზოგადოებამ ეს უნდა კარგად გაიგოს და გაითავისოს, ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი არანაირად არც არავის დაჭერას და დაპატიმრებას არ გულისხმობს, ეს არის საშუალება სამართალდამცავი ორგანოებისთვის, არ მოხდეს არავის იმუნიტეტის ქვეშ დამალვა, არ მოხდეს ინდულგირება სტატუსიდან გამომდინარე რომელიმე თანამდებობის პირის, თუ მის ქმედებაში არსებობს დანაშაულის ნიშნები და მან ჩაიდინა დანაშაული, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველამ, მათ შორის ასეთი სტატუსის მქონე პირებმაც შესაბამისად უნდა აგონ პასუხი ქართველი ხალხის წინაშე“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღეს, გაერთიანებული ოპოზიციისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს, ნიკა მელიას პარლამენტარებმა სადეპუტატო მანდატი მოუხსნეს. რეგისტრაცია 92-მა დეპუტატმა გაიარა, 91-მა კი ნიკა მელიას იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42