როგორც „საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს იმ მექანიზმების შესახებ, რომლებიც არსებულ ვითარებაში შეიძლება იქნას გამოყენებული. მისი თქმით, განხილულ იქნა დარგის სხვადასხვა გამოწვევები, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით. „ასევე განვიხილეთ ის მექანიზმები, რომლებიც შეიძლება იყოს გამოყენებული, განსაკუთრებით საგარანტიო მექანიზმები. მივესალმებით ეკონომიკის სამინისტროს ამ ინიციატივას და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებამდე მივალთ" - განაცხადა გაჩეჩილაძემ
საბანკო სექტორის მიერ საგარანტიო სქემის ამოქმედების პერსპექტივაზე ისაუბრა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ. მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით საუბარია რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობაზე, უპირველეს ყოვლისა - საგარანტიო სქემის უახლოეს მომავალში ამუშავებაზე. „ეს მეტნაკლებად დააბალანსებს ახალი პროექტების მოთხოვნას ამ მიმართულებით. მოლაპარაკებები აქტიურად გაგრძელდება, მიმდინარე ეტაპზე კი ვფიქრობთ, რომ ამ მომენტში არსებული სიძნელეები დაძლეული იქნება", - აღნიშნა მან.
მასალის გამოყენების პირობები






