"მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას მივუსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდას" - არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ
პოლიტიკა - 20:55, 26 Jun, 2019     479

არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგანაგებო განცხადებას ავრცელებენ:

"ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა, ქვეყანა კიდევ ერთხელ დააყენა დაპირისპირების უკიდურესად სახიფათო მიჯნაზე. პროცესების ამ მიმართულებით ესკალაციის შემთხვევაში, სრულიად რეალურია სახელმწიფოებრიობის და ეკონომიკის უფრო ღრმა კრიზისი, რაც არცერთ კეთილგონიერ ადამიანს არ უნდა აწყობდეს. აუცილებელია კომპრომისების ძიება შექმნილ ვითარებაში და ხელისუფლების საკითხის მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული არჩევნების გზით გადაწყვეტა.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას მივუსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდას, პროცესები გადავიტანოთ ქუჩიდან კონსტიტუციურ სივრცეში და ერთად გადავწყვიტოთ ცენტრალური საკითხი: არჩევნების ჩატარების წესი და წინაპირობები, რომლის ლეგიტიმურობაც არ დატოვებს არანაირ კითხვის ნიშნებს.

მოვუწოდებთ აგრეთვე საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი როგორც ხელისუფლების, ისე ნაციონალური მოძრაობის მიმართ, ნუ დავრჩებით მდუმარე მაყურებლებად, მთელი ძალისხმევა მივმართოთ რათა ეს 2 პოლუსიანი დაპირისპირება შეწყდეს და გადაიზარდოს ნორმალურ, მრავალპარტიულ პროცესში."- აღნიშნულია განცხადებაში რომელსაც ხელს აწერენ თავისუფალი საქართველო - კახა კუკავა, შენების მოძრაობა - დავით უსუფაშვილი, თავისუფლება - კონსტანტინე გამსახურდია, ერთიანი საქართველო - ნინო ბურჯანაძე, ტრადიციონალისტები - აკაკი ასათიანი, ქრისტიან-დემოკრატები - გოჩა ჯოჯუა, ვეტერანები - გია ბერძენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42