საინფორმაციო კამპანიის "არგასინჯო" ფარგლებში თსუ-ში სტუდენტებთან ინტერაქტიული შეხვედრა გაიმართა
პოლიტიკა - 20:49, 26 Jun, 2019     791
ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ორგანიზებით, საინფორმაციო კამპანიის "არგასინჯო" ფარგლებში თსუ რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა და ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნარკოლოგმა გური მენაბდიშვილმა სტუდენტებთან ინტერაქტიული შეხვედრა გამართეს.


თსუ რექტორის მოადგილის, ნინო ოკრიბელაშვილის თქმით, აღნიშნული კამპანია არ იქნება ერთჯერადი ხასიათის და სამომავლოდ, ნარკომანიის პრევენციისკენ მიმართული სხვადასხვა ტიპის ღონისძიება დაიგეგმება. „სტუდენტების ჩართულობას მსგავსი ტიპის ღონისძიებებში ძალზე სერიოზული დატვირთვა აქვს, რადგან სწორედ ახალგაზრდობიდან იწყება წამალთან და ნარკოტიკთან ურთიერთობა. ჩვენ, ერთი მხრივ, პროფესიული თემი ნარკოლოგებისა და ფსიქიატრების, მეორე მხრივ, აკადემიური თემი, როგორიცაა უნივერსიტეტის პროფესურა, ვიქნებით მობილიზებული იმისთვის, რომ ვთქვათ ახალი სიტყვა, თუ რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ნარკოტიკთან ურთიერთობამ,“ - განაცხადა ნინო ოკრიბელაშვილმა.

ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნარკოლოგმა გური მენაბდიშვილმა სტუდენტების მიერ ნარკოტიკებთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა. როგორც გური მენაბდიშვილი აღნიშნავს, ღონისძიების ინტერაქტიული ხასიათი მნიშვნელოვანია, რადგან სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ნარკოტიკებთან დაკავშირებით მიიღონ ინფორმაცია, არა მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, არამედ ექიმი-ნარკოლოგისგან. იგი ასევე იმედოვნებს, რომ სამომავლოდ ამ ღონისძიებებში ის ადამიანებიც ჩაერთვებიან, რომლებიც წლების განმავლობაში იყენებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. „პროფესიულ აზრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, საინტერესოა ჩართულობა იმ ადამიანების, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ და ზუსტად იციან, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ზიანი ყოველდღიურობაში. კარგი იქნება თუ აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართული იქნებიან ყოფილი მომხმარებლებიც და თუნდაც დღეს დამოკიდებული ადამიანებიც, რადგან ყველაზე უკეთ მათ იციან რა ზიანი მოაქვს ნარკოტიკულ საშუალებებს,“ - ამბობს გური მენაბდიშვილი.

„ჩვენ ისეთ ასაკში ვართ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ვიაზრებდეთ - რა შეიძლება მოჰყვეს ნარკოტიკის მოხმარებას. არ ვთვლი, რომ ნარკოტიკის მოხმარების გამო ადამიანებს უნდა ვსვამდეთ ციხეში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ ზუსტად იცოდეს, რა საფრთხეები შეიძლება გამოიწვიოს ნარკოტიკის მოხმარებამ. მე თავად ვსწავლობ ოკუპაციურ თერაპიას, რაც ახლოს არის ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროსთან და ხშირად ვხვდები ისეთ პაციენტებს, რომლებსაც ფსიქიკური პრობლემები ექმნებათ ნარკოტიკის მოხმარების გამო,“- აღნიშნა თსუ სტუდენტმა ნათია გაბრავამ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ღონისძიებაზე თსუ სტუდენტებისთვის ასევე წარმოდგენილი იყო საინფორმაციო კამპანიის "არგასინჯო" ფარგლებში მომზადებული ფილმი ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების შესახებ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42